ისტორია
საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1946 წელს დაარსდა.

ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი გახლდათ
გამოჩენილი მეცნიერი, ქირურგი,საქართველოში მეცნიერული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე. მან გარდაცვალებამდე, სულ ორიოდე წელიწადს უხელმძღვანელა ინსტიტუტს, მაგრამ მოასწრო, იგი მყარად დაეყენებინა ფეხზე.
1950 წლიდან ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა არანაკლებ ცნობილი მეცნიერი, ქირურგი, საზოგადო მოღვაწე,აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ინსტიტუტის ორგანიზაცია და ფორმირება, უმნიშვნელოვანესი მიღწევები, სამეცნიერო-კვლევითი და სამკურნალო კომპლექსის შექმნა.
იმ წლებში ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ სხვა თვალსაჩინო მეცნიერებიც: ელენე სემენსკაია, ეგნატე ფიფია,გიორგი იოსელიანი (რომელიც კონსტანტინე ერისთავის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა სათავეშიინსტიტუტს), გაიოზ ვასაძე, ნოდარ ბოხუა, გივი ხვედელიძე, თენგიზ ახმეტელი, ციალა აბაკელია, გიორგიოდიშვილი, ჯუანშერ კანდელაკი, შალვა მახარაძე, თამარ ჟვანია, თინათინ ჯაფარიძე, გივი ფანცულაია,გიორგი გიორგაძე, ვლადიმერ ფუფინი, გიორგი ნაცვლიშვილი, მარიამ მაჩაბელი, ალექსი ეფრემოვი,ავთანდილ ქურხული, ფილიპე დოლიძე, სერგო ჭილაია, გიორგი ტატიშვილი, ლავრენტი მანაგაძე, გივიორჯონიკიძე, გურამ რცხილაძე და სხვები და სხვები...
თავდაპირველად ინსტიტუტი სამ განყოფილებას მოიცავდა – ექსპერიმენტული ქირურგიისას, კლინიკურიქირურგიისას და ჰემატოლოგიისას. მოგვიანებით, 1975 წელს, კლინიკური ქირურგიის ბაზაზეჩამოყალიბდა ორი განყოფილება – ქირურგიული გასტროენტეროლოგიისა და ქირურგიულიჰეპატოლოგიისა.
1948 წელს ინსტიტუტს შეემატა ელექტროფიზიოლოგიის განყოფილება.
1956 წელს ჩამოყალიბდა კიდევ ორი განყოფილება – სამედიცინო რადიოლოგიისა და ონკოლოგიისა.შემდგომ ეს უკანასკნელი პათომორფოლოგიის განყოფილებად გადაკეთდა, 1960 წლიდან – პათომორფოლოგიისა და ჰისტოქიმიისგანყოფილებად, მოგვიანებით კი პათომორფოლოგიისა და ჰისტოქიმიის ლაბორატორიად.
1960 წელს ინსტიტუტში შეიქმნა კიდევ სამი განყოფილება – გულ-სისხლძარღვთა ქირურგიისა, ფილტვის ქირურგიისა და პათოლოგიურიფიზიოლოგიის.
გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებისგან 1968 წელს ჩამოყალიბდა ორი განყოფილება – გულის ქირურგიისა და სისხლძარღვთაქირურგიის.
1961 წელს ინსტიტუტს შეემატა ბიოქიმიის განყოფილება.
1962 წელს შეიქმნა კოაგულოლოგიის ლაბორატორია.
1965 წელს ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ციტოლოგიისა და გენეტიკის ლაბორატორია, რომლისგანაც 1968 წელს შეიქმნა ორი განყოფილება –ციტოლოგიისა და სამედიცინო გენეტიკისა, თუმცა ამ უკანასკნელმა მხოლოდ 1970 წლამდე იარსება.
1968 წელს გაიხსნა რენტგენოლოგიის განყოფილება, იმუნოლოგიის განყოფილება და ბიოპრეპარატების სინთეზის ლაბორატორია.
1968 წელს შეიქმნა სამედიცინო კიბერნეტიკის ლაბორატორია.
1968 წელს შეიქმნა კარდიოქირურგიის ლაბორატორია.
1969 წელს ინსიტუტში გაიხსნა ანესთეზიოლოგიისა და გაზთა ცვლის ლაბორატორია, რომლისგანაც შემდგომ ანესთეზიოლოგიისა დარეანიმატოლოგიის განყოფილება ჩამოყალიბდა.
1972 წელს ორგანოთა კონსერვაციის ლაბორატორია შეიქმნა.
1972 წელს ინსტიტუტს კლინიკური პათფიზიოლოგიის ლაბორატორია შეემატა.
1975 წელს საქართველოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს გამოეყო ნეიროქირურგიის განყოფილება დაქირურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შეუერთდა.
1975 წელსვე, სისხლძარღვებზე მიკროქირურგიული ოპერაციების დამუშავებისა და დანერგვის მიზნით, ინსტიტუტში სისხლძარღვთამიკროქირურგიის ლაბორატორია შეიქმნა...
ინსტიტუტის კლინიკურ ბაზად თავდაპირველად რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო ითვლებოდა, შემდგომ – ქალაქის მე-3საავადმყოფო, 1969 წლიდან კი ინსტიტუტის განკარგულებაში გადავიდა საკუთარი კლინიკა.





ინსტიტუტში დამუშავდა ღვიძლის მწვავე უკმარისობის მკურნალობის ცალკეული მეთოდები, ქსენოღვიძლის ექსტრაკორპორალურიპერფუზია, მკერდის ლიმფური სადინარის დრენირება და ღვიძლის არტერიალიზაცია, გულის კონსერვაციასა და გადანერგვასთანდაკავშირებული საკითხები.

ექსპერიმენტულად დამუშავდა მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის ახალი, არაპირდაპირი მეთოდები, გულის ხანგრძლივი კონსერვაციისმეთოდები.
შემუშავდა იზოლირებული თირკმლის რეციპიენტთან ჩართვის ექსტრაკორპორალური მოდელი, შარდგამომტანი გზების აღდგენის მეთოდებითირკმლის გადანერგვის დროს.
დამუშავდა მართვითი ჰიპოკოაგულემიის ორიგინალური მეთოდი – ავადმყოფთა ჰეპარინიზაცია ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგკუჭისრეზექციის დროს თრომბოჰემორაგიულ გართულებათა პროფილაქტიკის მიზნით.
პირველად საბჭოთა კადიოქირურიულ პრაქტიკაში აქ შესრულდა გულის მიტრალური, ფილტვის არტერიისა და სამკარიანი სარქვლებისპირდაპირი კარდიოსკოპია.
საქართველოში პირველად აქ იქნა შესწავლილი გულის მანკის ქირურგიული მკურნალობის ჩვენება ორსულებში, შემუშავდა ოპერაციისშესრულების ოპტიმალური ვადები.
პირველად საქართველოში აქ შესრულდა აორტის კოარქტაციის სრული კორექცია შევიწროებული ნაწილის ამოკვეთითა და შემდგომიპირდაპირი ანასტომოზის დადებით ან აორტის ნაწილის სისხლძარღვოვანი პროთეზით შეცვლით, წინაგულისა და პარკუჭთაშორისი ძგიდისდეფექტის დახურვა მშრალ გულზე ზომიერი ჰიპოთერმიის პირობებში, სისხლძარღვთა შორის ანასტომოზები ლავსანის პროთეზისგამოყენებით და სხვა.
აქვე, პირველად საქართველოში, წარმატებით ჩატარდა გეგმური კონსერვირებული თირკმლის გადანერგვა თირკმლის უკმარისობისტერმინალურ სტადიაში მყოფი ავადმყოფებისთვის.
პირველად საქართველოში ექსპერიმენტულად დამუშავდა სისხლძარღვშიგა სისხლის განფენოვნების მიკროკინოგადაღებათრომბოჰემორაგიული სინდრომის მომენტში.
ასევე, პირველად საქართველოში, ათვისებულ და დანერგილ იქნა ლეიკოციტების ოსმოსური რეზისტენტობისა და სისხლის პლაზმისლეიკოპოეზური აქტივობის განსაზღვრის მეთოდი.
პირველად საბჭოთა კავშირში გამოყენებულ იქნა კაპილარული დიალიზატორი კლინიკის პირობებში.
მსოფლიოში პირველად ექსპერიმენტულად დამუშავდა და კლინიკაში დაინერგა ფიბრინოლიზინის ხსნარის ადგილობრივი გამოყენებისმეთოდი ინტრაკრანიალური ჰემატომების ამოღების შემდეგ თავის ტვინსა და მის გარსებში შეხორცებითი პროცესებისა და ტრავმულიეპილეფსიით გართულების პროფილაქტიკის მიზნით...



კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი დღესაც ინარჩუნებს ათწლეულებითგანმტკიცებულ ტრადიციას, მაგრამ დროს თავისი კანონები აქვს... მეცნიერება განუწყვეტლივ მიისწრაფის წინ. წინ მიდის მედიცინაც და ჩვენცმისი ხვალინდელი დღე უფრო გვაინტერესებს.




მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები