სერგო ციცხვაია
ზოგადი და თორაკალური ქირურგი.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1975–1981 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.
1981–1982 ინტერნატურა ზოგად ქირურგიაში, ქ.თბილისის მე–5 საავადმყოფო.
1982–1985 ქ.ტყვარჩელის საავადმყოფო, ზოგადი ქირურგის თანამდებობა.
1985 წლიდან დღემდე ს.ს.კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი, თორაკალური და ზოგადი ქირურგი. 
1988–1994 სამუშაო პრაქტიკა სანკტ–პეტერბურგის პულმონოლოგიის ეროვნულ ცენტრში, თორაკალური ქირურგი.
1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „განმეორებითი ოპერაციები ფილტვის რეზექციისშემდგომი გართულებების დროს“.
2006 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
2008 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურის კურსს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
2008 წლიდან დღემდე ზოგადი ქირურგიის ლექციების კურსს კითხულობს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.

2 მონოგრაფიისა და 34 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.




მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები