დედის რძეში აღმოჩენილი ანტიოქსიდანტი ღვიძლის დაავადების პრევენციისთვის

ანტიოქსიდანტები ქრონიკული დაავადებებისგან გვიცავს.



დღემდე ცნობილი იყო, რომ ის გულ–სისხლძარღვთა დაავადებისგან და კიბოსგან გვიცავდა, მაგრამ ახალი კვლევით დასტურდება, რომ ღვიძლის ფუნქციონრიებაზეც ზრუნავს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული უჯრედის დაზიანებისგან გვიცავს. ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ დედის რძეში შემავალი ერთი ანტიოქსიდანტი ღვიძლის დაავადების განვითარების რისკს ამცირებს. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებით მსოფლიოში ბევრი ადამიანი იტანჯება და მხოლოდ აშშ–ში მცხოვრებთა 20–30%–ს ეს დარღვევა აქვს.

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომ გაერკვიათ ჭარბწონიან თაგვებში მოლეკულის, ვიტამინის pyrroloquinoline quinone–ს გაზრდილი დოზა არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების პროგრესირებას თუ შეაფერხებდა. მეცნიერთა ჯგუფი ორსულ თაგვებს მაღალი ცხიმის შემცველი, დიდი რაოდენობით შაქრისა და ე.წ. დასავლური დიეტით (Western pattern diet – კვების რაციონი, როცა ადამიანი დიდი რაოდენობით ჭამს წითელ და დამუშავებულ ხორცს, კარაქს, რძის ნაწარმს, კვერცხს, რაფინირებულ მარცვლეულს, თეთრ კარტოფილს, ფრისა და გაზიან, ტკბილ სასმელებს).

ამ გზით მეცნიერებს სურდათ თაგვები გაესუქებინათ. ხოლო ორსული თაგვების მეორე კატეგორია ჯანსაღი დიეტით იკვებებოდა. ამასთან, ქვეჯგუფი სასმელ წყალში გაზავებულ pyrroloquinoline quinone–ს იღებდა. თაგვების ჯგუფი 20 კვირის განმავლობაში pyrroloquinoline quinone–სთან ერთად რძეს სვამდა. როგორც მოსალოდნელი იყო ე.წ. დასავლურ დიეტაზე მყოფი თაგვები სხვებთან შედარებით მეტად გასუქდნენ. დამატებითი სახით მიღებულ ვიტამინს წონაზე გავლენა არ მოუხდენია. ამ მოლეკულით მკურნალობამ შეამცირა ნაყოფში როგორც ღვიძლის ასევე სხეულის ცხიმი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ღვიძლის ცხიმის რაოდენობა თაგვებში ჯერ კიდევ დაბადებამდე შემცირდა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ვიტამინი B14 ბუნებრივად გვხვდება ქალის სარძევე ჯირკვლის რძეში, ნიადაგსა და შემდეგ საკვებში: სოიო, ოხრახუში, ნიახური, კივი და პაპაია.       


წყარო...




მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები




09.01.2017
მსგავსი სიახლეები

უძილობის ან ძილთან დაკავშირებული პრობლემის გამომწვევი მიზეზების სიას მარტოობაც დაემატა.

ფსიქოზი ფსიქიკური დარღვევაა.

ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ზოგიერთი ადამიანი ჭაღარის მიმართ გენეტიკურადაა განწყობილი.

სულიერი ტკივილი უარყოფითად აისახება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

თუ შოკოლადს ზომიერების ფარგლებში მიირთმევთ, არითმიის რისკი შემცირდება.

შიში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოციაა, რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს.

საზამთრო გემრიელი და სასარგებლოა.

ბოტულიზმი მწვავე ინფექციურ–ტოქსიკური დაავადებაა.