სავარცხელს ხშირად რეცხავთ?

სავარცხელს ყოველდღე ვიყენებთ და სწორედ ამიტომ მის სისუფთავეზე უნდა ვიზრუნოთ.



მკვლევარები შიშობენ, რომ მიუხედავად პირად ჰიგიენაზე ზრუნვისა ბევრ ადამიანს სავარცხლის გარეცხვა ეზარება ან იშვიათად წმენდს და თმის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

სავარცხლის ძირზე თუ შეგიმჩნევიათ ერთგვარი ნალექი ეს თმის კულულისგან წარმოქმნილი ნარჩენია თუმცა თქვენთვის შეუმჩნეველია კანის უჯრედები და მტვერი, რომლებიც ასევე ზედაპირზეა განლაგებული. მსგავსი გარემო ძალიან კომფორტულია ბაქტერიებისა და ინფექციებისთვის.

მნიშვნელობა არ აქვს რა თანხას ხარჯავთ ან რა დროს უთმობთ თმის ვარცხნილობას, რადგან ბინძური სავარცხელი ყველაფერს გააფუჭებს. სავარცხელზე არსებული ჭუჭყი თმაში იმავე წამს შეიზილება როგორც კი დაივარცხნით, ხოლო დაბანისას გაცხიმიანდება.

ლამაზი თმისთვის რეკომენდებულია კვირაში ერთხელ სავარცხელი კარგად გარეცხოთ. პლასტმასის ჯაგრისისთვის რეკომენდებულია თბილი წყალი და შამპუნი და გარეცხვის შემდეგ გარეთ, სუფთა ჰაერზე გააშრეთ. ასევე სავარცხლის სისუფთავისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საპონი.     

წყარო ...



მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები




09.01.2017
მსგავსი სიახლეები

უძილობის ან ძილთან დაკავშირებული პრობლემის გამომწვევი მიზეზების სიას მარტოობაც დაემატა.

ფსიქოზი ფსიქიკური დარღვევაა.

ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ზოგიერთი ადამიანი ჭაღარის მიმართ გენეტიკურადაა განწყობილი.

სულიერი ტკივილი უარყოფითად აისახება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

თუ შოკოლადს ზომიერების ფარგლებში მიირთმევთ, არითმიის რისკი შემცირდება.

შიში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოციაა, რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს.

საზამთრო გემრიელი და სასარგებლოა.

ბოტულიზმი მწვავე ინფექციურ–ტოქსიკური დაავადებაა.