რა სარგებლობა მოაქვს ქორწინებას?

ქორწინება დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.



მეცნიერები აცხადებენ, რომ ქორწინებას შეუძლია ბარძაყის მოტეხილობისგან დაგიცვათ და განსაკუთრებით ასაკში მყოფი წყვილები. სწორედ შუა ხნის ასაკშია მაღალი რისკი იმისა, რომ ამ პრობლემამ იჩინოს თავი. როგორც სტატიაში ვკითხულობთ 50%–ით ნაკლებია შანსი, რომ ხანდაზმულ ასაკში მყოფ დაქორწინებულ მამაკაცს ბარძაყის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვან, ხოლო ქალბატონებში ეს მაჩვენებლი 30%–ით მცირდება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზია გვერდით საყვარელი ადამიანის ყოფნა, რომლის წყალობითაც ნაკლებია რისკი რომ არაჯანსაღად იკვებოთ ან დეპრესიაში ჩავარდეთ.

ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები იჩენს თავს და ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული საკითხი ბარძაყის მოტეხილობაა. მთელ მსოფლიოში უამრავი ხანდაზმული ადამიანი მიმართავს ექიმს ამ საკითხთან დაკავშირებით და ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ აშშ–ში 65 წელს ზემოთ მცხოვრები 300 000 ამერიკელი ბარძაყის მოტეხილობით თავსდება საავადმყოფოში.

ციურიხის საავადმყოფოს გერიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჰეიკ ბიშოფ–ფერარის თქმით, ოჯახის წევრის მხარდაჭერა ასაკში მყოფ ადამიანს წაქცევისგან იცავს.

ის ყველა ხანდაზმულს ურჩევს, რომ ხშირად ისეირნონ სუფთა ჰაერზე, მიიღონ D ვიტამინი. კუნთის მასისა და ძვლის სიძლიერისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა კალციუმითა და პროტეინით მდიდარი კვების რაციონი. ამასთან, დემენციის დროს უფრო დიდია რისკი, რომ ადამიანი წაიქცეს და ფეხი მოიტეხოს.

სარაგოსას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ექსპერიმენტში 55 წელს ზემოთ ასაკში მყოფი 4 800 ადამიანი ჩართეს. დეპრესიის დროს ქალბატონებში 44%–ით იზრდება დაავადების განვითარების რისკი, ხოლო მამაკაცებში ერთ–ერთი მთავარი რისკ–ფაქტორი სიგარეტის მოწევაა. ამასთან, ნორმალურზე ნაკლები წონა ძვლის დასუსტებას უწყობს ხელს.      


წყარო ...



მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები




10.01.2017
მსგავსი სიახლეები

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმი ბევრი ადამიანის ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ბევრ ადამიანს დილა ფინჯანი ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

სიმსუქნე თანამედროვე ეპოქის ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემად იქცა.

ასაკის მატებასთან ერთად მრავლდება ჭაღარა.

ზამთარში ორგანიზმს ხშირად ვერ ვანებივრებთ მზის სხივებით.

ყველა ადამიანს განუცდია თავის ტკივილი, რომელსაც სხვადასხვა პრობლემა იწვევს.

40 წლის განმავლობაში მსოფლიოში ჰიპერტენზიის რიცხვი გაორმაგდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ წითელი წიწაკა დღეგრძელობის საიდუმლოა.

მწვანე ჩაი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

ქალისთვის დედობა ყველაზე დიდი საჩუქარი და ბედნიერებაა.