რა საფრთხეს შეიცავს სიცივე?

ზამთარში ცივ ამინდს ვერსად გაექცევით და აუცილებელია თბილად ჩაიცვათ.



როგორც წესი პირველად სიცივეს ფეხის თითებზე ვგრძნობთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ცივი ამინდი დაკავშირებულია გულის შეტევის მაღალ რისკთან, ასთმის სიმპტომების გაუარესებასთან, სხეულის მოყინვასა და ჰიპოთერმიასთან.

2015 წლის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მთელ მსოფლიოში ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობა სიცხესთან შედარებით სიცივეში უფრო ხშირია. როგორც CNN წერს, ყინვას გულზე გავლენის მოხდენა შეუძლია და განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანი გულ–სისხლძარღვთა დაავადებით იტანჯება. ცივი ამინდი სისხლძარღვებს ავიწროვებს და ამის გამო დიდია შანსი რომ გულის შეტევა განვითარდეს. ასევე დიდია ინსულტის რისკიც.ს

გული არ არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც ყინვა ემუქრება. სიცივე ვნებს ფილტვებსაც. მშრალმა ჰაერმა შესაძლოა სასუნთქი გზები გააღიზიანოს. ასთმით დაავადებული ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ სიცივეში სიმპტომები უარესდება. მეცნიერები ასთმით დაავადებულ პაციენტებს ურჩევენ, რომ ზამთარში შარფი ცხვირის გარშემოც შემოიხურონ.

ზამთარში კანიც ღიზიანდება. თუ კანზე შენიშნეთ სიწითლე, გამძაფრებული მგრძნობელობა და გაღიზიანება ეს იმის ნიშანია რომ გცივათ. ზოგიერთი ადამიანი სიცივეში თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებსაც უჩივის.

„ყველაზე სახიფათოა ჰიპოთერმია, რომელმაც შესაძლოა ავნოს საციცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს მათ შორის გულს, ნერვულ სისტემასა და თირკმელს. უკიდურეს შემთხვევაში ჰიპოთერმია სიკვდილსაც კი იწვევს“, – აცხადებს მაიოს კლინიკის წარმომადგენელი, ჯეან კოლეტი. 

ზამთრის სიცივესთან ბრძოლისთვის დაგჭირდებათ თბილი ტანსაცმელი და აუცილებელია ყოველთვის ატაროთ ხელთათმანი. არ არის რეკომენდებული ყინვაში ტანზე მჭიდროდ მორგებული სამოსი, უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალი სტილის ტანსაცმელს. მხოლოდ გარდერობი არაა მნიშვნელოვანი – ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონსაც. თავი აარიდეთ ალკოჰოლს და განსაკუთრებით მაშინ თუ სინოპტიკოსები ყინვას პროგნოზირებენ.

ამასთან, სიცივე წონაში მატებასთანაა დაკავშირებული. გაზაფხულზე მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლა რომ არ მოგიწიოთ, ზამთარში აქტიური ცხოვრების წესით დაკავდით და ბევრი იმოძრავეთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი წონა ფეხებისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის დიდი სტრესია. სიმსუქნე და დაბალი ტემპერატურა ვენების პირველი მტერია.

ფეხის ტკივილი შესაძლოა სისხლის მიმოქცევის შეზღუდვაზე მიგვანიშნებდეს. ექსპერტები გვირჩევენ რომ დღის განმავლობაში რამდენიმე წუთით ფეხები ავწიოთ – ეს მეთოდი სისხლის მიმოქცევას ფუნქციონირებაში ეხმარება.     


წყარო ...



მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები




10.01.2017
მსგავსი სიახლეები

მეცნიერები აცხადებენ, რომ მშენებლობაზე დასაქმებული მუშები სხვადასხვა ტიპის დაჭიმულობის რისკის ქვეშ არიან.

დღეს მაცივრის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

სიამის ტყუპის გაცალკევების ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

თითქმის 2 თვე გავიდა კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რომელსაც 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მშრალი თვალის სინდრომი ვითარდება მაშინ, როცა საკმარისი რაოდენობის ცრემლი არ გამომუშავდება.

ექსპერტები შიშობენ, რომ შუა ხნის ასაკში ქალებს კვების დარღვევა აღენიშნებათ და წონის გამო ისეთ სირთულეებს აწყდებიან როგორც თინეიჯერი გოგონები.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ 20 წუთიან ვარჯიშს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

დეპრესია გულისთვის ისეთივე სახიფათოა როგორც სიმსუქნე და ჰიპერტენზია.

დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მახსოვრობის, აღქმის უნარის, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი ფუნქციების დარღვევით გამოიხატება.

ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების დროთა განმავლობაში დაკარგვა.