რატომ ჩნდება თეთრი ფერიმჭამელები?

აკნე თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა.


ოფიციალური სტატისტიკით, გამონაყარი უფრო ხშირად ქალებს აქვთ. როგორც წესი აკნე ვლინდება სახეზე, ზურგზე, გულმკერდსა და მხრებზე. ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 11–დან 30 წლამდე ასაკში ყოველი ათიდან რვა ადამიანს გამონაყართან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ამასთან, თუ ადრე აკნე თინეიჯერების პრობლემად განიხილებოდა დღეს ტენდენცია შეცვლილია და ის ნებისმიერ ასაკში ვლინდება.

აკნეს სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თეთრ ფერიმჭამელებზე მოგითხრობთ.

თეთრი და შავი ფერიმჭამელას გაჩენას ხელს უწყობს მკვდარი კანის უჯრედები, ცხიმი და ბაქტერია – ეს ყველაფერი ფორებს ახშობს. თეთრი ფერიმჭამელა შეფერილობით თეთრი ან ყვითელია. დაუშვებელია გამორწყვა – ამ გზით კანქვეშ ინფექციას ავრცელებთ და შესაძლოა მკურნალობა დიდხანს დაგჭირდეთ. რაც ყველაზე სახიფათოა არსებობს რისკი იმისა რომ ლაქები დაგრჩეთ.

ქალბატონები შენიშნავდნენ, რომ მენსტრუაციამდე 2 დღით ან 1 კვირით ადრე აკნე მძაფრდება და სახის კანი გაღიზიანებულია.

სასურველია ეწვიოთ დერმატოლოგს, რომელიც მკურნალობის კურსს დანიშნავს. თვითნებურად მკურნალობა სახიფათოა და შესაძლოა აკნესგან გათავისუფლების პროცესი შეაფერხოს ან მდგომარეობა გააუარესოს.

გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც აკნესა და თეთრი ფერიმჭამელების მდგომარეობას შეამსუბუქებს.

·     დღეში ორჯერ დაიბანეთ სახე მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი საპნითა და თბილი წყლით.
·     არ შეეხოთ სახის კანს თითებით.
·     მამაკაცებო, გაპარსვისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ გამონაყარს.
·     დამწვრობას თავი რომ აარიდოთ მზის გულზე დიდხანს ნუ ინებივრებთ.
·     სასურველია შეზღუდოთ კოსმეტიკა.
·     აკონტროლეთ კვების რაციონი. უმჯობესია მიირთვათ უცხიმო პროდუქტები.
·     დაძინებამდე მოიშორეთ მაკიაჟი.
·     გამომშრალი კანი დამატენიანებლით გაანებივრეთ.
·     სახე მაქსიმალურად მოარიდეთ ვარცხნილობის ფიქსაციისთვის განკუთვნილ სპრეის.
·     ბამბის ტანსაცმლით შეიმოსეთ.



ფსიქოლოგები დარდობენ, რომ აკნე იწვევს სტრესს. განსაკუთრებით ღიზიანდებიან გოგონები, რომლებიც გამონაყარის დაფარვის მიზნით დიდი რაოდენობით იყენებენ ტონალურ კრემსა თუ ფერუმარილს. აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. სასურველია დროულად იმკურნალოთ და თავიდან აიცილოთ ნაწიბურები.   


წყარო ...



მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები




10.01.2017
მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი ქალბატონი 117 წლის იამაიკელი ვაიოლეტ ბრაუნია.

ერექციული დისფუნქცია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც იმპოტენცია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში.

მუსიკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

პროფილის ფოტოს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები გზას უსაფრთხოდ ვერ კვეთენ.

ალებს უწოდებენ უეცარი სიცხის შეგრძნებას.

ველოსიპედით სეირნობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

მშობლის სტატუსი დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა.

ჭარხალი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.