მარილის დოზის შემცირებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება!

ბევრ ადამიანს ავიწყდება, რომ კვების რაციონში უნდა აკონტროლოს არა მხოლოდ შაქრის, არამედ მარილის დოზაც.


მეცნიერები აცხადებენ, რომ კარტოფილის თუნდაც ერთ შეკვრა ჩიფსზე უარის თქმით სიცოცხლის გახანგრძლივებაა შესაძლებელი. ექსპერტების რეკომენდაციის მიუხედავად, ამერიკელები თითქმის ორმაგი რაოდენობით იღებენ მარილს, რომელიც ზრდის გულის დაავადებების განვითარების რისკს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დღეში მარილის რაოდენობის 200 მილიგრამით (ეს დოზა 1 შეკვრა ჩიფსის ეკვივალენტია) შემცირების წყალობით ათასობით ადამიანი გადაურჩება სიკვდილს.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად გულის დაავადებით 1.6 მილიონი ადამიანი იღუპება.   

„კვების რაციონში გადაჭარბებული მარილის დოზა ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიკვდილს იწვევს“, – აცხადებს კვლევის ავტორი, ტაფტსის უნივერსიტეტის პროფესორი, დარიუშ მოზაფარიანი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნატრიუმის მაღალი დონე ჰიპერტენზიის რისკს ზრდის, რაც შესაძლოა გულის შეტევით ან ინსულტით დასრულდეს. ამასთან, დიდია თირკმლის უკმარისობისა და კუჭის კიბოს რისკი. 


წყარო ...



ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები  (დაუსვი შეკითხვა ექიმს)




11.01.2017
მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი ქალბატონი 117 წლის იამაიკელი ვაიოლეტ ბრაუნია.

ერექციული დისფუნქცია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც იმპოტენცია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში.

მუსიკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

პროფილის ფოტოს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები გზას უსაფრთხოდ ვერ კვეთენ.

ალებს უწოდებენ უეცარი სიცხის შეგრძნებას.

ველოსიპედით სეირნობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

მშობლის სტატუსი დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა.

ჭარხალი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.