რა უნდა გაითვალისწინოთ წითელი ხორცის მოყვარულებმა?

მეცნიერები შიშობენ, რომ წითელი ხორცი დივერტიკულიტის განვითარების რისკს ზრდის.



დივერტიკულიტი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაა. ის მცირე ზომის ჩანთისებრი ამობურცულობაა, რომელიც ყალიბდება მსხვილი ნაწლავის კედელზე. ვითარდება ანთებითი პროცესი.

მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა მარცხენა მხარეს თუმცა შესაძლებელია ლოკალიზდებოდეს მარჯვნივაც და განსაკუთრებით აზიელ მოსახლეობაში, სიცხე, გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა.

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ რისკ–ფაქტორებზე: სიმსუქნე, ნაკლები მოძრაობა, მოწევა, გენეტიკა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 210 000 ადამიანი საავადმყოფოში ამ პრობლემას მკურნალობს. ამ დაავადების მაჩვენებელი ახალგაზრდებშიც გაზრდილია.

მასაჩუსეტსის საავადმყოფოს მკვლევართა ჯგუფმა მეცნიერ, ენდრიუ ჩანის ხელმძღვანელობით კვების რაციონი შეისწავლა. ყურადღება გაამახვილეს ხორცზე. მკვლევარებმა წარმოადგინეს კვლევა, სადაც აღწერილია 40–დან 75 წლამდე ასაკის ადამიანების მონაცემები. დაკვირვება 26 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ყოველ 4 წელში ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცებს ეკითხებოდნენ თუ რა რაოდენობით მიირთმევდნენ წითელ ხორცს, შინაური ფრინველის ხორცსა და თევზს. პასუხი ასეთი იყო: არ ვჭამ, თვეში მხოლოდ ერთხელ, დღეში ექვსჯერ ან მეტჯერ. 26 წლის მანძილზე კვლევაში მონაწილე 764 მამაკაცს დაუსვეს დივერტიკულიტის დიაგნოზი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მონაწილეები, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ წითელ ხორცს სხვებთან შედარებით ხშირად სვამდნენ ტკივილგამაყუჩებლებს, უფრო მეტს ეწეოდნენ და უმოძრაო ცხოვრების წესზე არ ამბობდნენ უარს. მაშინ როცა თევზისა და ქათმის ხორცის მოყვარულები შედარებით ნაკლებს ეწეოდნენ და ხშირად ვარჯიშობდნენ.

მეცნიერებს გაუკვირდათ ის ფაქტი, რომ დაავადების განვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია ასაკს ან წონას.

ამ კონკრეტულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ 58%–ით მაღალია დივერტიკულიტის გაჩენის რისკი მაშინ, როცა პიროვნება დიდი რაოდენობით მიირთმევს წითელ ხორცს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ დამატებითი გამოკვლევაა საჭირო იმისთვის, რომ დაზუსტებით ითქვას რატომ შეიძლება ზრდიდეს დაავადების განვითარების რისკს წითელი ხორცი. თუმცა რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ:

•    წითელი ხორცი ზრდის C–რეაქტიული ცილისა და ფერიტინის დონეს – ორივე ანთებითი ქიმიკალებია.
•    წითელი ხორცი დაკავშირებულია გულ–სისხლძარღვთა, დიაბეტისა და კიბოს დაავადებებთან – გარემოებები, სადაც ანთება მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
•    ერთ–ერთი თეორიით, წითელი ხორცის მოხმარება გავლენას ახდენს ნაწლავში მდებარე ბაქტერიის ტიპზე – მიკრობიომზე.   


წყარო ...



ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები  (დაუსვი შეკითხვა ექიმს)




11.01.2017
მსგავსი სიახლეები

ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს ფიზიკური აქტივობა – მეტი იმოძრავეთ.

ერექციული დისფუნქცია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც იმპოტენცია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში.

დემენციით მსოფლიოში 47 მილიონი ადამიანი იტანჯება.

გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს.

სტრესი თქვენი წელის გარშემოწერილობაზე აისახება.

ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების რაციონის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მამაკაცები ვერასდროს გაიგებენ თუ რა გრძნობაა ფეხმძიმობა.

მეცნიერები მარილს თეთრ სიკვდილს უწოდებენ.

გაითვალისწინეთ, რომ სხეულის ფორმა გავლენას ახდენს დაავადების განვითარებაზე.

ქოლესტერინი წარმოადგენს ცხიმის ნაირსახეობას.