ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რთული ანევრიზმის იშვიათი ოპერაცია ჩატარდა
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა რუსეთის მოქალაქემ, ინგუშეთის მკვიდრმა, რომელსაც ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში პრობლემა – მოპულსირე წარმონაქმნი მუხლქვეშა ფოსოში, რის მიზეზსაც წარმოადგენდა ანევრიზმის არსებობა, რაც დადასტურდა გამოკვლევებით. იყო ანევრიზმის გასკდომის რისკი.

ჩვენს კლინიკაში ვიზიტამდე, პაციენტმა მიმართა სხვადასხვა  სამკურნალო დაწესებულებებს, სადაც ძირითადად სთავაზობდნენ ღია ოპერაციულ მკურნალობას და აფრთხილებდნენ, რომ არსებობს კიდურის დაკარგვის რისკი.

საბედნიეროდ, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ფერაძის მიერ ეს პრობლემა მოგვარდა მიკროინვაზიური ჩარევით.

წარმატებული ოპერაციის შესახებ გვესაუბრა ბატონი ირაკლი.

„გაკეთდა შესაბამისი კვლევები. აღმოჩნდა დიდი ზომის ძალიან უცნაური, ცუდ ზონაში განლაგებული ბარძაყის არტერიის ანევრიზმა. სიტუაცია იყო ძალიან რთული, ვინაიდან ანევრიზმის გასკდომა ყოველ წუთში იყო მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ რისკის შემცველი იყო საოპერაციოდ. ჩვენ გვაქვს ამიერკავკასიაში უნიკალური ბიპლან ანგიოგრაფი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს აჩვენოს გამოსახულება ორ სხვადასხვა პროექციაში. მოკლევადიანი მომზადების შემდეგ, ანგიოგრაფის კონტროლით, სპეციალური მოწყობილობა ბარძაყის არტერიიდან ჩხვლეტის საშუალებით შევიყვანეთ. ანევრიზმა სრულიად გამოეთიშა სისხლის მიმოქცევიდან. ოპერაცია მიმდინარეობდა სულ 1 საათის განმავლობაში. შესაბამისად, ხვალ პაციენტი ადგება და სახლში წავა ყოველგვარი განაკვეთების გარეშე, მხოლოდ ნაჩხვლეტით. დღესდღეობით, ამიერკავკასიაში, ჩვენს კლინიკაში არის ენდოვასკულარული ჩარევების ყველაზე მძლავრი ლაბორატორია. მსგავსი ოპერაციები წარმოადგენს ქირურგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის უმაღლეს სტანდარტს“, – განაცხადა ირაკლი ფერაძემ.

ავტორი ეკატერინე ციცხვაია




მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები




18.11.2016
მსგავსი სიახლეები

ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ დიაბეტის თემაზე ლექციას.

ინსულტი არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება.

„სპორტული გული“ თანამედროვე სპორტული მედიცინის, კერძოდ კი სპორტული კარდიოლოგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

უნიკალურ ურთულეს ნეიროქირურგიულ ოპერაციებს  გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ნეიროქირურგის - ასლან გერმანიშვილის ოპერირებით.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოთხშაბათს დილით, 22 მარტს ჩატარდება ლაზერული აბლაციის ოპერაცია.

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

იმ გლობალურ სამედიცინო პრობლემათაგან, რომლებიც დღეს მსოფლიოს აწუხებს, ერთ–ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა შაქრიანი დიაბეტი.

დიუპიუტრენის კონტრაქტურა საკმაოდ ხშირი დაავადებაა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის  აქცია  სოფელ  მარტყოფისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ჩაუტარეს.