ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი 24 საათი თქვენს სამსახურში
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მზადაა 24 საათის განმავლობაში იზრუნოს თქვენს ჯანმრთელობაზე და გაგიწიოთ გადაუდებელი დახმარება.

კლინიკას გააჩნია ნებისმიერი პათოლოგიის მართვის სრული რესურსი და ყველა შემოსული პაციენტის მართვა იწყება განახლებული ემერჯენსის დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, 24 საათის განმავლობაში თქვენს განკარგულებაშია კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და ულტრათანამედროვე ექოსკოპიები.

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს, რა შემთხვევაში უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება, რა ტექნიკითაა აღჭურვილი ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი, რა მომსახურებას სთავაზობს კლინიკა პაციენტებს და რა განასხვავებს მას კონკურენტებისგან?

ამ თემებზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ნიკოლოზ ჩადუნელი.

„ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მომუშავე პერსონალი უზრუნველყოფს ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დახმარებას. ყველა დეპარტამენტი და კლინიკის სხვა სტრუქტურული ერთეულები მჭიდროდ თანამშრომლობენ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტთან და ერთობლივი მუშაობით ართმევენ თავს ურთულეს ამოცანებს – პაციენტების ტრიაჟს, დროულ დიაგნოსტირებას, სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრას და რეალიზებას“, – აცხადებს ნიკოლოზ ჩადუნელი.

– რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს?
– ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც მოქალაქეს შეიძლება წარმოეშვას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, შესაძლოა გახდეს ემერჯენსში მიმართვის მიზეზი. ეს არის სხვადასხვა ხასიათის ტკივილი და ჩივილი, რომელიც აღმოჩნდა უეცრად და აქვს მყარი ხასიათი. მდგომარეობათა აღწერილობა, როდესაც პაციენტმა უნდა მიმართოს ემერჯენსს არის საკმაოდ ვრცელი, მაგრამ ყველა მათგანის გაერთიანება შეიძლება ერთ კატეგორიაში – ეს არის ისეთი მდგომარეობები, როდესაც პაციენტს ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანებისათვის ზოგადად პრიორიტეტული უნდა იყოს და შესაბამისად ყველას ვურჩევდი საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

– რა შემთხვევაში უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება?
– ისეთი მდგომარეობის დროს, როდესაც პაციენტის დამოუკიდებელი გადაადგილება საფრთხის შემცველია. თავისთავად სასწრაფოს გამოძახება აუცილებელი არ არის იმისათვის, რომ პაციენტი მოხვდეს კლინიკაში და მიიღოს ემერჯენსის მომსახურება.
არ აქვს მნიშვნელობა პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანით შემოვა კლინიკაში თუ თვითდინებით, ემერჯენსში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

– რა ტექნიკითაა აღჭურვილი ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი, რა მომსახურებას სთავაზობს ის პაციენტებს და რა განასხვავებს მას კონკურენტებისგან?
– დეპარტამენტი სრულადაა აღჭურვილი სარეანიმაციო მოწყობილობებით, აქ არის გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის წარმოებისათვის აუცილებელი ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურა. აგრეთვე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და ულტრასონოგრაფიის ჩატარება.
კლინიკის ახალი შენაძენია ორმკლავიანი ანგიოგრაფი, იაპონური კომპანია “შიმაძუს“ წარმოების „ტრიანიას ბ 12“, რომლის ანალოგი ამიერკავკასიაში არ მოიპოვება. ამ მოწყობილობის დახმარებით, ჩვენს ცენტრს უკვე შეუძლია და წარმატებით ატარებს ოპერაციებს კარდიო, ნეირო და ანგიოვასკულური ინტერვენციების სახით.
24 საათის განმავლობაში, გადაუდებელი ჩარევების რეჟიმშია შესაძლებელი კორონარების, თავის ტვინის და სხვა არტერიების გამოკვლევა და სტენტირება.
ამ აპარატურას ემსახურებიან ადგილზე მყოფი გამოცდილი სპეციალისტები.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ამბულატორიული, ქირურგიის, ტოქსიკოლოგიის, შინაგან სნეულებათა, გინეკოლოგიის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის, სისხლის დაავადებათა, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის, კრიტიკული მედიცინის, ანესთეზიოლოგიის, საოპერაციო, ნეფროლოგიის, ტრანსპლაციისა და ჰემოდიალიზის, სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის, კარდიოლოგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ენდოკრინული ქირურგიის, ენდოვასკულური ანგიოლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტები, აგრეთვე ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი.
კლინიკა მრავალპროფილურია და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.
ყველა სამედიცინო სერვისის 24 საათის განმავლობაში უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობა და ამისათვის უახლესი აპარატურის და გამოცდილი, კვალიფიციური კადრის მუდმივი მზადყოფნა, ჩვენს კლინიკას ყველაზე უფრო ეფექტური და წარმატებული კლინიკების ავანგარდში აქცევს.

– ერთდროულად რამდენი პაციენტის მომსახურებას შეძლებს ემერჯენსი?
– ემერჯენსის ორ დარბაზში მუდმივად განთავსებულია 16 ცალი თანამედროვე „სტრეტჩერი“ (სატრანსპორტო/სტაციონარული, ადვილად მანევრირებადი, საკაცე/საწოლი). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი რაოდენობის სწრაფი გაზრდა ორი ერთეულით, შესაბამისად, ამდენი პაციენტის ერთდროული მიღება შესაძლებელია ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ვინაიდან არსებობს ამის როგორც ტექნიკური, ისე საკადრო რესურსი.

– ჩართულია თუ არა კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ემსახურებით თუ არა, კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციარებს?
– კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში და ემსახურება პროგრამის ბენეფიციარებს, თუმცა კლინიკა ასევე წარმოადგენს ისეთი სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერს, როგორიცაა „ალფა“, „ჯიპიაი“, „ქართუ“.
ზოგადად ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიაა მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამისათვის ვცდილობთ შევქმნათ ყველანაირი პირობა, მათ შორის ტექნიკური და საკადრო სიმძლავრეების გაუმჯობესება.
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს 22 ნოემბერს შექმნიდან 4 წლისთავი უსრულდება და გვინდა ამ თარიღისათვის მოსახლეობის წინაშე საუკეთესო სახით წარვდგეთ!
ვფიქრობთ, რომ ამისათვის საჭირო ყველანაირი პირობა უკვე არსებობს.
ასე, რომ მოსახლეობას შეგვიძლია თამამად მივმართოთ – მობრძანდით, გამოიყენეთ ჩვენი სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალი!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ავტორი ეკატერინე ციცხვაია



მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები




22.11.2016
მსგავსი სიახლეები

ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ დიაბეტის თემაზე ლექციას.

ინსულტი არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება.

„სპორტული გული“ თანამედროვე სპორტული მედიცინის, კერძოდ კი სპორტული კარდიოლოგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

უნიკალურ ურთულეს ნეიროქირურგიულ ოპერაციებს  გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ნეიროქირურგის - ასლან გერმანიშვილის ოპერირებით.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოთხშაბათს დილით, 22 მარტს ჩატარდება ლაზერული აბლაციის ოპერაცია.

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

იმ გლობალურ სამედიცინო პრობლემათაგან, რომლებიც დღეს მსოფლიოს აწუხებს, ერთ–ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა შაქრიანი დიაბეტი.

დიუპიუტრენის კონტრაქტურა საკმაოდ ხშირი დაავადებაა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის  აქცია  სოფელ  მარტყოფისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ჩაუტარეს.