სტუმარი ისრაელიდან
ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ექიმ უროლოგს ისრაელიდან, აბრამ ამირან ჩაჩაშვილს უმასპინძლა.

ბატონი ამირანი თელ–ავივის საუნივერსიტეტო სახელმწიფო სამედიცინო ცენტრ ასაფ ჰაროფეში მუშაობს. ის უროლოგიური განყოფილების უმაღლესი კატეგორიის დიპლომირებული სპეციალისტია.

ბატონმა ამირან ჩაჩაშვილმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ლექცია ჩაატარა შემდეგ თემებზე:

•    მწვანე ლაზერი და მისი გამოყენება უროლოგიაში პროსტატის ადენომის დროს.
•    ალიუმ–მედიქალის სტენტების გამოყენება უროლოგიაში, ურეთრის სტრიქტურა და მისი კორექცია.
•    იმპტოტენციის ელექტროშოკით მკურნალობა.
•    სასქესო ასოს პროტეზირება იმპოტენციის შემთხვევაში.


როგორც ბატონმა ამირანმა კონფერენციაზე განაცხადა, სასქესო ორგანოსთვის არსებობს პროტეზის რამდენიმე სახე: გასაბერი პროტეზი სამნაწილიანი, გასაბერი პროტეზი ორნაწილიანი, მუდმივი პროტეზი. ამ პროტეზების უმრავლესობას აწარმოებს ორი ამერიკული კომპანია AMS და „კოლოპლასტი“.

პროცედურა ტარდება სპინალური ანესთეზიით და რამდენიმე საათის შემდეგ ან მეორე დღეს პაციენტი კლინიკიდან ეწერება. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს აღუდგება ნორმალური სექსუალური ფუნქცია პროცედურიდან 6 კვირის შემდეგ. უროლოგები მუდმივი პროტეზის დროს ძირითად მასალად სილიკონს იყენებენ. ბატონმა ამირანმა განმარტა, რომ საკუთარ პრაქტიკაში, პაციენტსა და უცხო სხეულს შორის შეუთავსებლობა არ ჰქონია.

ყურადღება გაამახვილა იმპოტენციის ელექტროშოკით მკურნალობაზეც. მოგეხსენებათ, ამ პრობლემის ლინეარული შოკური ტალღებით მკურნალობა ძალიან სასარგებლო და ახალი მეთოდია. პროცედურა გულისხმობს არაინვაზიურ თერაპიას, რომელიც უზრუნველყოფს დაბალი ინტენსივობის შოკურ ტალღებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პენისის ჰემოდინამიკას და შესაბამისად, ერექციულ ფუნქციასაც.

იყენებენ აპარატს RENOVA. მისი ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ არ ზიანდება ქსოვილი და ამ ტექნიკით ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია სარგებლობა.

ბატონმა ამირანმა ისაუბრა უროლოგიაში ალიუმ–მედიქალის სტენტების გამოყენებაზეც, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

Allium Medical პაციენტებს სთავაზობს 4 სახის უროლოგიურ სტენტს: პროსტატის, ურეთრალურს, ბულბარო–ურეთრალურს და შარდის ყელის შევიწროვების დროს გამოსაყენებელ სტენტს.

სტენტი ნიკელისა და ტიტანის შემადგენლობისაა და მაღალი დრეკადობით გამოირჩევა, შესაბამისად, ნაკლებია დისკომფორტისა და ქსოვილის გაღიზიანების შანსი. სილიკონითაა შემოსაზღვრული და არ იჟანგება, ამის წყალობით სტენტის ქსოვილში შეზრდა არ ხდება, ხოლო მისი ექსტრაქცია (ამოღება) სრულიად მარტივია.

უროლოგმა ისაუბრა მწვანე ლაზერზეც, რომლის ერთ–ერთ ყველაზე დიდ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ პროსტატექტომიის დროს სისხლდენა არ ვითარდება და პაციენტი სტაციონარში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩება, ხოლო კათეტერით მაქსიმუმ 1 დღე სარგებლობს.

კონფერენციაზე თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილი იყო ფოტო და ვიდეო მასალა.

კონფერენციის შემდეგ შედგა უცხოელი კოლეგისა და კლინიკის ადმინისტრაციის შეხვედრა. დაიგეგმა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმების სტაჟირება ისრაელში ახალი მეთოდების ათვისების მიზნით. შემდგომში მოხდება ამ მეთოდების აპრობირება ქართველ პაციენტებში და მათი დანერგვა კლინიკის უროლოგიური დეპარტამენტის ბაზაზე.


ავტორი   ეკატერინე ციცხვაია



მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები




12.12.2016
მსგავსი სიახლეები

ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ დიაბეტის თემაზე ლექციას.

ინსულტი არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება.

„სპორტული გული“ თანამედროვე სპორტული მედიცინის, კერძოდ კი სპორტული კარდიოლოგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

უნიკალურ ურთულეს ნეიროქირურგიულ ოპერაციებს  გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ნეიროქირურგის - ასლან გერმანიშვილის ოპერირებით.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოთხშაბათს დილით, 22 მარტს ჩატარდება ლაზერული აბლაციის ოპერაცია.

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

იმ გლობალურ სამედიცინო პრობლემათაგან, რომლებიც დღეს მსოფლიოს აწუხებს, ერთ–ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა შაქრიანი დიაბეტი.

დიუპიუტრენის კონტრაქტურა საკმაოდ ხშირი დაავადებაა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის  აქცია  სოფელ  მარტყოფისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ჩაუტარეს.