მაღალი რანგის სტუმარი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში! „ვარიანის“ პრეზიდენტის, კოლინ კენედის საახალწლო მილოცვა
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ კომპანიასთან „ვარიანის ონკოლოგიურ სისტემებთან“ (Varian Oncology Systems).

Varian Oncology Systems მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სხივური თერაპიისთვის განკუთვნილ საჭირო აპარატურას. კომპანია, რომელიც 1948 წელს ჩამოყალიბდა ულტრათანამედროვე დანადგარებით ამარაგებს კლინიკებსა და სხივური თერაპიის ცენტრებს. კომპანიის Varian Oncology Systems მისიაა, კიბოსთან ბრძოლისთვის შექმნილი ახალი თანამედროვე აპარატებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს. ოფიციალური მონაცემებით, კომპანიაში 6500 ადამიანია დასაქმებული. ამერიკის 10 შტატში, ევროპის 10 და აზიის 8 ქვეყანაში დაწესებულების ფილიალებია განთავსებული. კომპანია ზრდა–განვითარებას განაგრძობს და ყველა თანამშრომელი ერთი მიზნით ერთიანდება, რომ სამყარო მეტად ჯანმრთელი იყოს.      

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უკვე დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი ბუნკერების მშენებლობა, სადაც კიბოთი დაავადებულ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმკურნალონ ონკოლოგიაში არსებული უახლესი, თანამედროვე მკურნალობის მეთოდით და აღარ მოუწევთ ამ სერვისების მისაღებად უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრება.  

სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილ ბუნკერებში განთავსდება ულტრათანამედროვე აპარატები, „TrueBeam STX” და „VITAL BEAM“, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა გაცილებით დიდი სიზუსტით, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით, მოხდეს სამიზნე ონკოუბნების მაქსიმალური დასხივება.


გარდა ამისა აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენს კლინიკას სტუმრობდა Varian Oncology Systems–ის, ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფილიალის პრეზიდენტი, ჟან–ლუკ დევლეშაუვერი, რომელმაც დაათვალიერა დაწყებული მშენებლობა.

Varian Oncology Systems–ის პრეზიდენტის, კოლინ კენედის ვიდეომესიჯში მან ყველა კლინიკასა თუ პარტნიორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 




გთავაზობთ ამ მიმართვის თარგმანს.


„კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში მონაწილეობისთვის მსურს გადაგიხადოთ მადლობა. ვარიანში ჩვენი მისიაა სიახლეების დანერგვა, მხარდაჭერა და მსოფლიოს მასშტაბით კიბოსთან ბრძოლის საკითხის გადაწყვეტა. არასდროს დაგვიწყებია, რომ ეს მისია მხოლოდ ჩვენ, დამოუკიდებლად არ განგვიხორციელებია. ვაკვირდებით ბევრ კლინიკურ პარტნიორსა და კვლევაში მონაწილე თანამშრომელს და ვხედავთ ნიჭიერი ადამიანების საოცარ გლობალურ ეკოსისტემას, რომელთა საქმიანობაც ყოველდღიურად ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს. პრივილეგია და პატივია იყო ამ ეკოსისტემის ნაწილი თქვენთან ერთად. საუკეთესო სურვილები თქვენ და თქვენს ოჯახებს, გილოცავთ ახალ წელს“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის პრეზიდენტის საახალწლო ვიდეომიმართვაში. 


ავტორი  ეკატერინე ციცხვაია

20.12.2016
მსგავსი სიახლეები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მადლობის სიგელი გადასცა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 28 იანვარს პროფესიული ვიზიტით ეწვევა მსოფლიოს წამყვანი ენდოვასკულური ქირურგი, მარტინ კოხერი.

მსოფლიოში ქალთა პოპულაციაში, ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს პირველი ადგილი უჭირავს და სამწუხაროდ, საქართველოშიც ძალიან გავრცელებულია.

ქიმიოთერაპია სიმსივნის მედიკამენტური მკურნალობის მეთოდია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ინტენსიურად მიმდინარეობს სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი ბუნკერების მშენებლობა, სადაც ონკოლოგიურ პაციენტებს შეეძლებათ, ონკოლოგიაში არსებული უახლესი მეთოდებით იმკურნალონ.

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ექიმ უროლოგს ისრაელიდან, აბრამ ამირან ჩაჩაშვილს უმასპინძლა.