დამიზნებითი სხივური თერაპია ჯანმრთელი ქსოვილების დაუზიანებლად

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ინტენსიურად მიმდინარეობს სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი ბუნკერების მშენებლობა, სადაც ონკოლოგიურ პაციენტებს შეეძლებათ, ონკოლოგიაში არსებული უახლესი მეთოდებით იმკურნალონ.


თამამად შეგვიძლია, ამ პროექტს ეროვნული მნიშვნელობისა ვუწოდოთ, რადგან ანალოგიური სერვისის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები ხშირად მიემგზავრებიან უცხოეთში, სადაც საქართველოსთან შედარებით ორჯერ ან სამჯერ მეტი თანხის გადახდა უწევთ.

კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ კომპანია “ვარიანის ონკოლოგიურ სისტემებთან” (Varian Oncology Systems), რომელიც სხივური თერაპიისთვის განკუთვნილ აპარატურას აწარმოებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილ ბუნკერებში განთავსდება კომპანია “ვარიანის” მიერ წარმოებული ულტრათანამედროვე აპარატები, რომლებიც იძლევა სამიზნე ონკოლოგიური უბნების დასხივების შესაძლებლობას მაღალტექნოლოგიური სიზუსტით, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით.

რა ეტაპზეა სხივური თერაპიისთვის განკუთვნილი ბუნკერების მშენებლობა, იგეგმება თუ არა უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რა აპარატურით აღიჭურვება სხივური თერაპიისთვის განკუთვნილი სივრცე? სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბიზნესგანვითარების დირექტორს, ბატონ ჯაბა სირბილაძეს, რომლის უშუალო მეთვალყურეობითაც მიმდინარეობს აღნიშნული პროექტი.

“ავერსისთვის” ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ინვესტიციაა. რა მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის ამ პროექტს?
– მართალი ბრძანდებით,  “ავერსის” ჯგუფს ერთ ლოკაციაზე ასეთი გრანდიოზული ინვესტირება ჯერ არ განუხორციელებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, სტაციონარული და ამბულატორიული კლინიკების რა მასშტაბურ ქსელს აერთიანებს ეს კომპანია. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება “ავერსის” დამფუძნებლის კეთილი ნებით გადაწყდა. გაგიმხელთ საიდუმლოს და გეტყვით, რომ პროექტის სრული ღირებულება 35-40 მილიონი ლარია. არც საქართველოში და არც ამიერკავკასიაში არც ერთი სხვა კლინიკა არ არის აღჭურვილი ერთ ლოკაციაზე ოთხი სხივური ამაჩქარებლით. ჩვენი კლინიკის უპირატესობა სწორედ ის გახლავთ, რომ კომპანია “ვარიანის” ოთხი სხივური ამაჩქარებელი ერთ ლოკაციაზე განთავსდება.

რა ეტაპზეა სხივური თერაპიისთვის განკუთვნილი ბუნკერების მშენებლობა და როდის დასრულდება ინფრასტრუქტურის მოწყობა?
– მშენებლობა უკვე დაწყებულია და კარგი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენი გამოთვლით, სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი სივრცე ფუნქციობისთვის ზაფხულში იქნება მზად. აპარატებსაც ამ დროისთვის ველოდებით.

რა აპარატურით აღიჭურვება სხივური თერაპიისთვის განკუთვნილი სივრცე?
– პირველ ეტაპზე მივიღებთ ორ აპარატს – TrueBeam STX-ს და VITAL BEAM-ს, ხოლო მოგვიანებით – კიდევ ორ სხივური ამაჩქარებლის აპარატს.
როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს მოქალაქეები ხშირად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, უმეტესად – თურქეთსა და ევროპაში, სადაც ონკოლოგიური დაავადებების  მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია. პროექტი ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ საქართველოში იმკურნალონ ორჯერ ან სამჯერ ნაკლებ ფასად, ვიდრე საზღვარგარეთ.    
აუცილებლად უნდა შევეხო საყოველთაო ჯანდაცვის დადებით მხარეს, რომელიც ხშირად მკურნალობის ღირებულების 70%-ს ანაზღაურებს.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ყოველწლიურად საქართველოში 18 000 ახალი ონკოლოგიური შემთხვევა აღირიცხება.

იგეგმება თუ არა უცხოელი სპეციალისტების მოწვევა?
– კარგი კითხვაა. ხარისხიანი აპარატურა და ინფრასტრუქტურა საქმის მხოლოდ ნაწილია; უმთავრესი როლი ექიმებს ეკისრებათ. აქედან გამომდინარე, იგეგმება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმების საზღვარგარეთ, კომპანია “ვარიანის” მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე გაგზავნა. უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები და ქართველი ექიმები ერთად იზრუნებენ ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობაზე. ვფიქრობ, სწორედ ამ ტაქტიკით და პრიორიტეტებით მივაღწევთ სასურველ შედეგს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენი კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის წამყვან რადიოთერაპიულ დეპარტამენტებთან, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ანალოგიური დონის სერვისს შევთავაზებთ.

დაბოლოს, მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება ისიც, რომ “ავერსი” მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD).


ავტორი  ეკატერინე ციცხვაია



მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები




09.01.2017
მსგავსი სიახლეები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ლიტვის ჰემოფილიისა და საქართველოს ჰემოფილიის ასოციაციებს შორის შეხვედრა შედგა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის წარმატებულ ფუნქციონირებაში დიდი წვლილი მიუძღვის საექთნო სამსახურს.

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს სოლიდარობის ფონდთან მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი გაფორმდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 15 მაისს ახალი სამედიცინო სერვისი შეემატა.

როგორია ექთნის ერთი დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, შაბათს 29 აპრილს ჩატარდა ლექცია დიაბეტის შესახებ.

ანი ჭოხონელიძე: სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ დიაბეტის თემაზე ლექციას.