საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის ართროსკოპი
Karl Storz




მინიმალური ინვაზიური ქირურგიის ამოცანები საფეთქელქვედაყბის სახსრის პათოლოგიების მკუნალობაში

საფეთქელ ქვედა ყბის სახსარი ყველაზე პატარა სახსარია ადამიანის საყრდენ–მამოძრავებელ სისტებაში. ხშირად მცირე სტრესსაც კი შეუძლია ზიანი მიაყენოს სახსრის მოძრაობას, რაც გამოვლინდება სასახსრე აპარატის, კბილის და საღეჭი კუნთების ერთობლივი ფუნქციონირების დარღვევაში. ფუნქციურ დარღვევას, რომელიც ცნობილია როგორც კრანიომანდიბულარული დისფუნქცია, შეუძლია საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის ტკივილი და ანთება გამოიწვიოს. ის ხასიათდება სახსრის მოძრაობისას გაჩენილი ხმიანობით, რაც დისკის რეპოზიციით არის გამოწვეული. შორსწასულ შემთხვევებში პაციენტმა შეიძლება ვერ შეძლოს პირის გახსნაც კი. ქრონიკულ არანამკურნალევ საფეთქელქვედაყბის სახსრის ანთებას შეუძლია ოსტეოართრიტი გამოიწვიოს. მთავარი ფუნქციონალური დარღვევა გამოვლინდება ღეჭვის გაძნელებასა და მეტყველების გაუარესებაში.

საფეთქელქვედაყბის სახსრის პათოლოგიების მკურნალობის ცნება
პირველრიგში მკურნალობის კონსერვატიული მეთოდია მოწოდებული. თუ ის უშედეგოა, საჭირო ხდება მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მანიპულაციების გამოყენება, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე და დროულად, რომ ტკივილი არ გახდეს ქრონიკული.

მინიმალური ინვაზიური ქირურგიული მანიპულაციები
დისკის რეპოზიციის, სახსრის ოსტეოართრიტის, კონდილუსის დისლოკაციის და პერიარტიკულარული მოტეხილობების ფუნქციონალური დარღვევების მკურნალობის სტანდარტად მოწოდებულია ენდოსკოპიური ქირურგიული მკურნალობა.

ენდოსკოპიური ართროცენტეზი და ლავაჟი
ოპტიკური კონტროლის ქვეშ შესაძლებელია ანთებითი ცილების ,,ამორეცხვა’’ სახსრიდან. ენდოსკოპი ხრტილის, ძვლის, იოგის და სინოვიალური მემბრანის გადიდებული და დეტალური გამოსახულების მიღების საშუალებას იძლება.

ართროსკოპიული მიკროქირურგია
ისეთ შემთხვევებში, როდესაც ენდოსკოპიური ართროცენტეზი და ლავაჟი არაეფექტურია ტკივილის კუპირებაში, მოწოდებულია მიკრო–ინსტრუმენტებით არხის გახსნა, შეხორცებების და თავისუფალი სხეულის მოშორება, ღია ცისტის, ფორმირებული ძვლების, გარბილებული ხრტილის ამოღება და სინოვიალური მემბრანის მკურნალობა. ტკივილი კუპირებულია და სახსრის მოძრაობა აღდგენილი.


Karl Storz–ის ახალი საფეთქელქვედაყბის სახსრის ართროსკოპი ინტეგრირებული სამუშაო არხებით – ენდოსკოპიუირ ქირურგია ტრიანგულაციის გარეშე

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით შესაძლებელია მინიმალურად ინვაზიური ართროსკოპიული მკურნალობა საფეთქელქვედაყბის სახსრის დისკის რეპოზიციის და იოგის ელონგაციისას, ართროსკოპიული დიაგნოსტიკის პარალელურად.

ყველაზე რთული და შრომატევადი პროცესი რომელიც საკმაო დროს საჭიროებს ართროსკოპიის ჩატარებისას, ეს არის ტრიანგულაცია, რომელიც ენდოსკოპით სამუშაო არხის პოვნას გულისხმობს. ახალი ინტეგრირებული Karl Storz TMJ ართროსკოპი ამ მხრივ დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა, ვინაიდან ტრიანგულაციის აუცილებლობას გამორიცხავს.

Karl Storz ართროსკოპი 2,2მმ გარე დიამეტრით და 1,4მმ შიდა სამუშაო არხის დიამეტრით თავის თავში აერთიანებს ტელესკოპს, საირიგაციო და სამუშაო არხებს და ამგვარად ართროსკოპიული ლავაჟის და ართროსკოპიული მიკროქირურგიული ჩარევის მაქსიმალურად ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა. ბლაგვი კაუჭი, მიკროდანები და მაკრატლები ბიოფსიის მაშებთან ერთად ინტეგრაციაში აპარატის სრულყოფილი და ეფექტური ექსპლუატაციის საშუალებას იძლევა.

პირველი საფეთქელქვედაყბის ინტეგრირებული ართროსკოპის უპირატესი ტექნოლოგიური შესაძლებლობები:

1. დროის მაქსიმალური დაზოგვა, ტრიანგულაცია არავითარი საჭიროება
2. მხოლოდ ერთი განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობა
3. ენდოსკოპის მარტივი და გაუმჯობესებული ექსპლუატაცია
4.
ინტეგრირებული საირიგაციო არხები
5.
მარტივი ინსტრუმენტებით ხელმძღვანელობა (კაუჭი, მაკრატლები, მაშები, ლაზერი და წყლის ჭავლის სკალპელი)
6. სინატიპე პროცედურის შესრულებაში და სახრის დაზიანების მინიმალური ალბათობა



მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები