დიდი ფასდაკლება ენდოსონოგრაფიაზე

დიდი ფასდაკლება ენდოსონოგრაფიაზე

ორშაბათს და პარასკევს - ენდოსონოგრაფია ბიოფსიის გარეშე ანესთეზიით 650 ლარის ნაცვლად 455 ლარად!

ენდოსონოგრაფია (EUS) - არის დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური კვლევა, რომელიც აერთიანებს ენდოსკოპიური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს.


• კვლევა ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით - ექოენდოსკოპით, რომელიც წარმოადგენს გვერდითი ხედვის გასტროსკოპს („გადასაყლაპ ზონდს“), რის თავზეც დამაგრებულია მცირე ზომის ულტრაბგერითი (ექოსკოპიის) სკანერი. „ზონდის“ მეშვეობით ულტრაბგერითი სკანერი მიგვყავს გამოსაკვლევ ორგანოსთან უახლოეს მანძილზე.


• ენდოსონოგრაფია არის საყლაპავის და კუჭის-ნაწლავის კედლის შრეების ვიზუალიზაციის ერთადერთი მეთოდი.

ისარგებლე ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციით ყოველ ორშაბათს და პარასკევს - ენდოსონოგრაფია ბიოფსიის გარეშე, ანესთეზიით 650 ლარის ნაცვლად 455 ლარად!

რა დროს გამოიყენება ენდოსონოგრაფია?


I. პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) დაავადებები - „ოქროს სტანდარტი“.


• პანკრეასის, ფატერის დვრილის, ვირსუნგის სადინარის სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნების დეტალური დიაგნოსტიკა;
• ქრონიკული პანკრეატიტის და მისი გართულებების დიაგნოსტიკა;
• მწვავე პანკრეატიტის ეთიოლოგიური ფაქტორის დადგენა;


II. კუჭის და საყლაპავი:


• კუჭის და საყლაპავის კიბოს წინასაოპერაციო T- და N-სტადირება და რეზექტაბელობის (ამოკვეთის შესაძლებლობა) შეფასება ოპერაბელურ პაციენტებში;
• კუჭის გასქელებული ნაოჭების მიზეზის დიაგნოსტიკა;


III. ლორწქვეშა წარმონაქმნები:


• 1 სმ-ზე მეტი ლორწქვეშა წარმონაქმნი უნდა შეფასდეს ენდოსონოგრაფიით;
• ენდოსონოგრაფია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კედლის შრე, საიდანაც იზრდება წარმონაქმნი და დავადგინოთ მისი ნამდვილი ზომა და ზრდის მიმართულება;
• ულტრაბგერითი მახასიათებლების მიხედვით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ წარმონაქმნის ჰისტოლოგიური სტრუქტურა - 87,5 %-ის სიზუსტით განვსაზღვროთ წარმონაქმნის ხასიათი;
• შეგვიძლია 100 %-ით გამოვრიცხოთ ექსტრაორგანული ზეწოლა;


IV. ღვიძლი და სანაღვლე გზები:


• ღვიძლის მეტასტაზების პუნქცია, თუ მეტასტაზი მიუწვდომელია კანიდან პუნქციისთვის და თუ კანიდან პუნქციის შემდეგ რამდენჯერმე არასარწმუნო შედეგი მივიღეთ;
• ბილიარული ტრაქტის სიმსივნური წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მათი T- და N-სტადირება (კეთილთვისებიანის ავთვისებიანი სიმსივნისგან გარჩევა - 76-92 %);
• მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანაღვლე და ვირსუნგის სადინრის ტერმინალური მონაკვეთების და ფატერის დვრილის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის. ეს ზონები ნაკლებად მისაწვდომია სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებისთვის;
• ქოლელითიაზის დიაგნოსტიკა (სიზუსტე 93-100 %);
• პირველადი სკლეროზირებადი ქოლანგიტის დიაგნოსტიკა.


გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ