ველკიდი
WELLKID
საღეჭი ტაბლეტი
გამოყენების რეკომენდაცია
ველკიდის ყოველი საღეჭი ტაბლეტი, ლიმონისა და ჟოლოს არომატით, შეიცავს ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფართო სპექტრს, რომლის ქიმიური ფორმულა სპეციალურად არის შექმნილი 4-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის. 
ველკიდში შემავალი 21 აქტიური ინგრედიენტი ხელს უწყობს ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას, იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ენერგიის მატებას.
შემადგენლობა:
| ინგრედიენტები დღიური | 1 ტაბლეტი | რეკომენდებული რაციონი % | 
| სელის ზეთი  | 114 მგ | - | 
| A ვიტამინი (1332 სე) | 400 მკგ | 50 | 
| D ვიტამინი | 5 მკგ | 100 | 
| E ვიტამინი (ბუნებრივი წყარო) | 10 მგ | 100 | 
| C ვიტამინი | 40 მგ | 67 | 
| თიამინი (B1 ვიტამინი) | 0.9 მგ | 64 | 
| რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) | 0.8 მგ | 50 | 
| ნიაცინი (B3 ვიტამინი) | 9 მგ | 50 | 
| B6 ვიტამინი | 0.7 მგ | 35 | 
| ფოლიუმის მჟავა | 200 მკგ | 100 | 
| B12 ვიტამინი | 3 მკგ | 300 | 
| ბიოტინი | 25 მკგ | 17 | 
| პანთოტენის მჟავა | 4 მგ | 67 | 
| რკინა | 7 მგ | 60 | 
| მაგნიუმი | 75 მგ | 25 | 
| თუთია | 7.5 მგ | 50 | 
| იოდი | 75 მკგ | 50 | 
| სპილენძი | 100 მკგ | - | 
| მანგანუმი | 0.2 მგ | - | 
| სელენი | 20 მკგ | - | 
| ქრომი | 10 მკგ | - | 
ჩვენებები:
ჰიპო- და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 4 წლიდან, უმადობა, მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რეკონვალესცენციის პერიოდი.
გამოყენების წესი:
ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, სასურველია სადილის დროს. 
ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს. 
არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება. 
გაფრთხილება:
ნებისმიერი ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. 
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება, ველკიდის ჭარბი დოზით მიღება იწვევს საფაღარათო ეფექტს. 
შენახვის პირობები:
ინახება 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას. 
 
გამოშვების ფორმა:
30 საღეჭი ტაბლეტი ბლისტერებზე
გაცემა
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი“ 
ლონდონი, ინგლისი.
 
                
 
							 
							 
						 
						