მმართველი გუნდი


ს.ს. კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის მმართველი გუნდი





ლაშა ბაზაძე
გენერალური დირექტორი



ლაშა ბაზაძე – პროფესიით ექიმი,დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიის განხრით. შემდგომ სწავლა განაგრძო ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტში „NIMA“. აქვს სამედიცინო და სადაზღვევო ბიზნესში მოღვაწეობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება. კლინიკის დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე ის ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალფას“. 2014 წლის მარტში იგი გახდა  ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სპეციალური ამერიკული პროგრამის - საქმიანი სტაჟირებებისათვის - „SABIT”-ის გამარჯვებული და პროგრამის ფარგლებში, სამი კვირის მანძილზე, სტუმრობდა ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ შტატს და მიიღო დიდი გამოცდილება კლინიკების მართვის კუთხით. ბატონი ლაშა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ გამოცდილებას დღეს უკვე  წარმატებით ამკვიდრებს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.




თეა გამეზარდაშვილი
სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე


თეა გამეზარდაშვილი – ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრი, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერისტეტების ასოცირებული პროფესორი.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ  ის შეუდგა საექიმო კარიერას თერაპიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მუშაობდა გულის იშემიური დაავადებისა და კარდიომიოპათიების განყოფილებაში 2011 წელს. აქვე დაიწყო მისი სამეცნიერო მუშაობაც, 2006 წელს მან დაიცვა დისერტაცია  თემაზე: „ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლის თავისებურებები მეტაბოლური სინდრომის დროს“  და მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი.
2007 წელს გაიარა „ჰოსპიტალური მენეჯმენტის სრული კურსი“ ატლანტის უნივერსიტეტის ხელშეწყობით.
2007–2010წწ სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჯანდაცვის ადმინისტრირების განხრით,  2010 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პერსპექტივები“ და მიენიჭა ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.     არის  16  სამეცნიერო  ნაშრომის ავტორი,  რამდენიმე სამაგისტრო ნაშრომის თემის ხელმძღვანელი და ექსპერტი, ჯანდაცვის ადმინიტრირების თემაზე არაერთი საერთაშორისო პროექტის ნომინანტი  და სემინარის მონაწილე.  თავის ძირითად და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმინობას - სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეობას - დღესაც წარმატებით უთავსებს პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტებში. 




ნიკოლოზ ჩადუნელი
კლინიკური დირექტორი


ნიკოლოზ ჩადუნელი –
გამოცდილი პროფესიონალი, პროგრესულად მოაზროვნე ექიმი. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ სამკურნალო საქმის“ განხრით. ამის შემდგომ იწყება მისი მრავალფეროვანი კარიერა: სხვადასხვა წლებში იყო ექიმი–ინტერნი, შორეული ნაოსნობის გემების ექიმი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი–რეანიმატოლოგი,მოგვიანებით ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსი,შემდგომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი,შემდგომ კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის  დეპარტამენტის უფროსი,საბოლოოდ დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში.2008 წელს,საომარ მოქმედებათა პერიოდში, გამორჩეული დამსახურებების გამო, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.