თბილისიდან მოწვეული გასტროენტეროლოგი

თბილისიდან მოწვეული გასტროენტეროლოგი

პროფესორი ირაკლი ხმალაძე

19 აპრილს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში თბილისიდან მოწვეული გასტროენტეროლოგი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე მიიღებს პაციენტებს!


ბატონი ირაკლი გახლავთ ცნობილი:

  • გასტროენტეროლოგი
  • ინფექციონისტი
  • ჰეპატოლოგი

 

განათლება და გამოცდილება:


მისი მაღალი კვალიფიკაცია ეფუძნება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მიღებულ განათლებასა და პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ მან ისრაელში, კერძოდ თელ-ავივის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ცენტრ „შიბა ტელ ჰაშომერში“ წარმატებით გაიარა დიპლომის შემდგომი სპეცმომზადების სრული კურსი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი პათოლოგიის გამოკვლევა და მკურნალობა ჩატარდება უახლესი ტექნოლოგიებითა და მსოფლიოში აღიარებული მეთოდებით.

გახსოვდეთ! კუჭ-ნაწლავი ურთულესი სისტემაა. დაუშვებელია ისეთი სიმპტომების თვითმკურნალობა, როგორიცაა:

  • მუცლის ტკივილი და შებერილობა
  • გულძმარვა, ბოყინი, ამოქარვება
  • გულისრევა-ღებინება
  • ფაღარათი/დიარეა

ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომი შესაძლოა სერიოზული პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე მიუთითებდეს. მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევა იძლევა ხანგრძლივ და სასურველ შედეგს!


ნუ გადადებთ – ჯანმრთელობა უმთავრესია!

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2


ჩაწერისთვის დარეკეთ: 0422 40 00 00

დაგვირეკეთ