(PIRACETAM, CINNARIZINE)
შემადგენლობა
ფესამოლის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერებების - პირაცეტამის 400 მგ-სა და ცინარიზინის 25 მგ-ს. 
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი გამოხატული ანტიჰიპოქსიური ეფექტით. აფართოებს სისხლძარღვებს და ააქტიურებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს. აუმჯობესებს მეხსიერებასა და სწავლების პროცესს, ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებას.
ჩვენება
- თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზი; 
- ინსულტის შემდგომი მდგომარეობა; 
- ქალა-ტვინის პოსტტრავმული მდგომარეობა; ინფექცია, ინტოქსიკაცია; 
- ტვინის სისხლმომარაგების ქრონიკული უკმარისობა; 
- ფსიქოგენური დარღვევები; 
- მენიერის სინდრომი, ნეიროლეპტიკებთან და ანტიდეპრე-სანტებთან კომბინაციაში.
უკუჩვენება
პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია, თირკმლის უკმარისობა, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წთ.
უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის დროს. პრეპარატი ზრდის ნოოტროპების, ნეიროლეპტიკებისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ეფექტურობას.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში პერორალურად ინიშნება ფესამოლის 2 კაფსულა სამჯერ დღეში 2-3 თვის განმავლობაში. მდგომარეობის გაუმჯობესებისას 1 კაფსულა სამჯერ დღეში. 
ბავშვებში დღიური დოზაა 30-50 მგ/კგ სხეულის წონაზე, განაწილებული ორ-სამ მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ სამ კვირას. 
გვერდითი მოვლენები
გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, გულისრევა, დისპეფსია. იშვიათად - სისუსტე, ძილიანობა. 
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! 
გამოშვების ფორმა
შეფუთვაში 50 კაფსულა.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა: 
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო) 
 
                
 
							 
						 
						