რა არის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია?

რა არის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია?

რატომ უნდა მიმართოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს თვალის გამოსაკვლევად?

ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია წარმოადგენს ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თვალის ყველა სტრუქტურა დავინახოთ მაღალი ხარისხით.

სტრუქტურები როგორიცაა: თვალის რქოვანა, ბროლი, ბადურა და მხედველობის ნერვის დისკი პასუხისმგებლები არიან კარგ და მკაფიო მხედველობაზე.

დროული დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა დაიწყოს ისეთი დაავადებების ადრეული მკურნალობა როგორიცაა:

  1. დიაბეტური რეტინოპათია,
  2. გლაუკომა,
  3. ასაკობრივი მაკულის დეგენერაცია.

 ადრე ყველა ამ დაავადების აღმოჩენა ხშირად ხდებოდა გვიან ეტაპზე, რაც ამცირებდა მხედველობის შენარჩუნების შანსებს. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირება.

ადრე მიიჩნეოდა, რომ გლაუკომის პროგრესია უნდა შეფასებულიყო მხოლოდ მხედველობის ველში ცვლილებებით და თვალშიგა წნევის კონტროლით. დღეს გლაუკომის ადრეული  შეფასება ხდება  თვალის ფსკერზე არსებული განგლიური უჯრედების შრეში ცვლილებების აღმოჩენით.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გამოიყენება თანამედროვე ევროპული გაიდლაინები და ყველა პაციენტს აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია - Revo NX 130 აპარატით, რომელიც წამში აკეთებს 130 000 სკანირებას.

ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფიის - OCT უპირატესობებია:

  • დრო - კვლევას სჭირდება რამდენიმე წამი;
  • უსაფრთხოება - გამოკვლევა არის უკონტაქტო, არ გამოიყენება იონიზირებელი გამოსხივება, ამიტომაც ამ კვლევის მრავალჯერადი ჩატარება არის სრულიად უსაფრთხო;
  • კომფორტი - პაციენტმა უნდა უყუროს მისი თვალის წინ მყოფ მწვანე ნიშნულს, მას არ მოეთხოვება სხვადასხვა რთული დავალებების შესრულება.

ჩივილები,  რომლის დროსაც რეკომენდირებულია მიმართოთ ოფთალმოლოგს, რათა ჩატარდეს კვლევა:

  • მხედველობის მკვეთრი გაუარესება;
  • მხედველობის დანისვლა;
  • ტკივილის შეგრძნება თვალის მიდამოში;
  • მცურავი ლაქების და წერტილების გაჩენა თვალის წინ.

სასურველ კვლევაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშრდით: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25


გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ