კითხვა: გამარჯობა.  მაინტერესებს თქვენს კლინიკაში რა შეღავათით სარგებლობს ორსული და რამდენი კვირიდან უნდა აიყვანოს ექიმი? მადლობა 				
			  პასუხი: 
მოგესალმებით, 
თუ თქვენ სხვა კლინიკაში არ ხართ აღრიცხვაზე, მაშინ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" სადაც, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა. 
ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამის პირობებით გათვალისწინებული მომსახურების ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-12 კვირამდე უნდა მოგვმართოთ. 
პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა გინეკოლოგიურ მომსახურებებს ( ანალიზები, ექოსკოპია).
ასევე, ისარგებლებთ მეან–გინეკოლოგთან 8 უფასო ვიზიტით. 
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00. 
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
 
                
 
						 
						