მოგესალმებით, თქვენს მიერ აღნიშნული სპეციალისტი, ამ ეტაპზე არ გვყავს ცენტრში. ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.ჩემს გოგონას აქვს ატოპიური დერმატიტი 3წელია ვიტანჯებით ქავილით და გამონაყარით.აქვს ბევრი სახის ალერგია.გამოკვლევები გავუკეთეთ ალერგიის ცენტრში ბიძინა კულუმბეგოვთან.უამრავი წამალი ვასვით მაზები და შედეგი დიდი არაფერი.იქნება გვირჩიოთ რაიმე წამალი ან თუნდაც ექიმი ვის შეიძლება მივმართოთ.მადლობა წინასწარ
კითხვა: გამარჯობა. თითქმის სამი წელია მაქვს გამონაყარი სხეულზე, ეპილატორით გავიკეთე ეპილაცია 3 წლის წინ მკლავებზე და იმას დავაბრალე, მაგრამ რა თქმა უნდა ზუსტად არ ვიცი რამ გამოიწვია. ჯერ მკლავებზე დამეწყო, მერე ტანზე და ფეხებზეც გადამივიდა, მოკლედ მთელს სხეულზე მაქვს წვივების გარდა, სანამ იქამდე ჩავა იქნებ ვუშველო რამე. გამონაყარი არც წყლულოვანია და არც ჩირქოვანი, არც იქერცლება, წითელია კანქვეშ და მექავება. ვიცი რომ ძალიან დავაგვიანე, მაგრამ იქნებ მირჩიოთ რამე, ექიმთან ვერ მივდივარ უსახსრობის გამო, ვერ გავიკეთებ იმ ძვირიან ანალიზებს. ვიცი რომ ძნელია ასე კონსულტაციის გაწევა, მაგრამ იქნებ მითხრათ რა შეიძლება იყოს დაახლოებით მაინც ამ აღწერით და რით შეიძლება ვიმკურნალო. მადლობა დიდი წინასწარ
კითხვა: მადლობა ყურადღებისთვის და ინფორმაციისთვის, მაინტერესებს სად მკურნალობენ ატოპიურ დერმატიტს, არის ქვეყნები სადაც ხდება მისი განკურნება? კიდევ მაინტერესებს საშიშა თუ არა ეს დაავადება ? და რამდენად საშიშია, მისმა გამწვავებამ რა შეიძლება გამოიწვიოს? შესაძლოა თუ არა რაიმე გართულება გამოიწვიოს მომავალში? აქამდე არ მქონია მსგავსი პრობლემები .