კითხვა: გამარჯობა. ექოსკოპიური კვლევისთვის ჩაწერა მჭირდება თუ ცოცხალი რიგია და სქესის დადგენა ყველაზე ადრე რა პერიოდშია შესაძლებელი 				
			  პასუხი: 
მოგესალმებით, 
თუ მხოლოდ ექოსკოპია გნებავთ, მაშინ არ არის აუცილებელი ჩაწერა, კვლევაზე შებრძანდებით ე.წ. ცოცხალი რიგით. 
რაც შეეხება სქესის დადგენას, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენი კლინიკა მშობელს სქესს აცნობებს 5-6 თვიდან. 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00. 
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
 
                
 
						 
						