კითხვა: გამარჯობა  ფიბროადენომური კვანძების ოპერაციის შემდეგ რამდენი ხანი არ შეიძლება მძიმის აწევა, დატვირთვა და რა შეიძლება მოხდეს ? ამის გარდა არის თუ არა სხვა შეზღუდვები ? 				
			  პასუხი: 
მოგესალმებით, 
ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. აღნიშნული პათოლოგიის წარმოქმნას ქალის ორგანიზმში განვითარებული ჰორმონული დისბალანსი იწვევს. 
ოპერაციული მკურნალობის შემდგომ, სიმძიმეების აწევა დაუშვებელია მინიმუმ 4-5 კვირა, დანარჩენი კი დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. 
ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია დეტალური ინფორმაცია და რეკომენდაციები მოგცეთ იმ ექიმმა , რომელმაც გაგიკეთათ ოპერაცია. 
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
 
                
 
						 
						