მოგესალმებით, 
ფიმოზი ეწოდება ჩუჩის იმგვარ შევიწროებას, როდესაც მისი ასოს თავზე ბოლომდე გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია.
ფიმოზი შეიძლება გამოიწვიოს:
● მასკლეროზებელმა ლიქენმა;
● ბალანოპოსტიტმა;
● ჩუჩის დაბოლოების სტენოზმა (შევიწროებამ);
● ასოს კანზე მიმდინარე ზოგიერთმა ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებამ და ა.შ. 
არ სცადოთ ჩუჩის ძალადობრივი გადაწევა ( შესაძლებელია შედეგად გამოიწვიოთ ლაგამის დაზიანება და განვითარდეს ნაწიბურები) და ა.შ.
რაც შეეხება ფიმოზის მკურნალობის მეთოდებს, ყველაზე ეფექტური მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია, რაც ცირკუმციზიას ანუ ჩუჩის მოკვეთას ითვალისწინებს. განასხვავებენ სრულ და არასრულ ცირკუმციზიას, რაც ჩუჩის სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთას გულისხმობს. 
ჩვენს კლინიკაში მანიპულაციის ღირებულებაა დაახლოებით 450 - 500 ლარი, სამწუხაროდ ოპერაციას არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 
მობრძანდით კლინიკის აქციის ფარგლებში, ხუთშაბათს, უროლოგ ბატონ შოთა ბუგიანიშვილთან უფასო კონსულტაციაზე, ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. 
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
				კითხვა: გამარჯობა, პენისის თავს ვერ ვხსნი ბოლომდე რა უნდა გავაკეთო, ქირურგიული ჩარევის გარეშე ვერ შევძლებ რომ ბოლომდე იხსნებოდეს? და რა ღირს ამ ოპერაციის გაკეთება თუ საჭირო იქნა				
			  პასუხი: 
 
                
 
						 
						