მოგესალმებით, 
მხოლოდ ამ მონაცემით შეუძლებელია წარმონაქმნის რაობის დადგენა ,თუმცა აღწერილობით შესაძლოა ეჭვი იქნეს მიტანილი პარაზიტის არსებობაზე .
ოთხი თვის თავზე იდენტური სურათი , გარკვეულწილად , დაცდის ტაქტიკის გამოყენების საშუალებას ნამდვილად გვაძლევს ,თუმცა უფრო მეტად დაზღვეული ყველა შესაძლო რისკისაგან იქნებით თუ დაზუსტდებოდა პათოლოგიის არსი .
ამისათვის , სასურველია ,ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია ,თუმცა აჯობებს კვლევა დანიშნოს ექიმმა თქვენთან უშუალოდ შეხვედრის და კონსულტირების შემდეგ .
გირჩევთ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან და თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები. 
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. 
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
				კითხვა: ღვიძლის ექოსკოპიის სურათი ასეთია: პარენქიმა  ჰომოგენური შენების საშუალო ექოგენობის.მე 5 თე სეგმენტში ისახება 24/40 მმ ზომის სპირალისებური ფორმის მკაფიო სწორი კონტურების მქონე ერთგვაროვანი შენების დაბალი ექოგენობის კერა......4 თვის შემდეგაც იგივე სურათია...ექიმმა მითხრა ეს არაფერი არ არის და დავაკვირდეთ პერიოდულადო.....თქვენ რას მირჩევთ....მადლობა.. 				
			  პასუხი: 
 
                
 
						 
						