მოგესალმებით, 
როდესაც ბუასილს თან ერთვის ანთება, ხშირ შემთხვევაში ვითარდება ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი (გამოვარდნა) . 
თავდაპირველად მკურნალობა კონსერვატიულია, ინიშნება მედიკამენტებისა და მალამოების კომპლექსური თერაპია. 
თუ 1 თვის განმავლობაში მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, ასეთ შემთხვევაში ტარდება ჰემოროიდექტომია. 
ჩვენს კლინიკაში, ბუასილის ლიგირება ხდება – ელექტროექსციზიის (ენდოსკოპური) მეთოდით.
მკურნალობის მეთოდის დაგეგმარების მიზნით, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკას და გაიაროთ უფასო კონსულტაცია პროქტოლოგთან, რომელიც შეისწავლის თქვენს მდგომარეობას და შეგირჩევთ მკურნალობის აპრობირებულ მეთოდს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/proqtologia/39
პროქტოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
 
                
 
						 
						