ჰემოროიდული კვანძი - პროქტოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ადრეც მქონდა გვამის თავთან გამიჩნდა პატარა ბურთულივით და მაწუხებს ადრე რაგაც სანთელი გამომიწერა ექიმმა აგარმახსოვს ეხლა საშვალება არმაქ რო მივიდე თან კვირადგეა როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს ბუასილთან, ამიტომ შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ბუასილი, ანუ ჰემოროიდი სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
არსებობს ბუასილის გამომწვევი ბევრი რისკ–ფაქტორი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზი უცნობია.
შეიძლება წარმოდგენილი იყოს სწორ ნაწლავში (შიდა ბუასილი) ან განვითარდეს ანუსის გარშემო კანქვეშ (გარე ბუასილი).
ბუასილის თვითმკურნალობა არ არის გამართლებული. მართალია არსებობს ჰემოროიდული სანთლები, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, ვინაიდან შეიძლება გვეგონოს ბუასილი და იყოს მასთან ერთად ან მის გარეშე, ნაპრალი. ხოლო ანალურმა სანთლებმა უფრო მეტი გაღიძიანება და წვა გამოიწვიოს.
ერთადერთი, რაც შეგვიძლია გირჩიოთ, არის ის რომ, დეფეკაციის შემდგომ, დაიბანეთ ანალური ხვრელი ცივი ( არა გაყინული) წყლით.
აუცილებლად უნდა მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ბუასილის სიმპტომების პროვოცირება შეუძლია:

  • შეკრულობას;
  • სიმძიმეების აწევას;
  • ალკოჰოლს;
  • ცხარე საკვების მიღებას.

ბუასილის გამწვავება შესაძლებელია მოჰყვეს ფაღარათსაც.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა