კითხვა: რა შემთხვევაში ტარდება თავის ტვინის კტ ანგოიგრაფიის რეჟიმით უკონტრასტოთ დარა შემთხვევაში კონტრასტით 				
			  პასუხი: 
მოგესალმებით, 
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. 
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს კვლევის არაინვაზიურ მეთოდს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტირებისათვის.
კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით ტარდება თავის ტვინის არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის ვიზუალიზაციისათვის და ინფორმაციას იძლევა: 
- ვილიზიის წრის;
- თავის ტვინის ქერქში რეგიონარული არტერიული განშტოებების;
- ვენების და სინუსების მდგომარეობის შესახებ.
ნატიური – უკონტრასტო კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში სისხლძარღვოვანი პათოლოგია არ გამოვლინდება. 
თავის ტვინის სისხლძარღვების კტ ანგიოგრაფიის შედეგების მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის გავრცელებისა და სიმძიმის შესახებ როგორიცაა:
- ათეროსკლეროზი;
- ანთებითი პროცესები;
- თრომბი;
- სისხლძარღვის დაზიანება და სხვა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!
 
                
 
						 
						