კითხვა: რამ იცის ფეხის კუნთების წვა და ტკივილი?
პასუხი:

მოგესალმებით,
ტკივილი, რომელიც ადამიანს მოსვენების დროსაც კი აწუხებს, ეს კუნთოვანი უჯრედების ჰიპერტონუსის შედეგად აღმოცენებული მიალგიაა. კუნთოვან უჯრედთა გადაძაბვის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • ხშირი სტრესი;
  • ემოციური აფეთქება;
  • ტრავმა;
  • პროფესია –  რომელიც ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნას მოითხოვს.

ასეთ პირობებში კუნთის უჯრედები (მიოციტები) თითქოს ეჩვევა არასწორ მდგომარეობაში ყოფნას, რაც იწვევს მათში ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევას, შედეგად კი ძლიერ გადაძაბვასა და კუნთოვან სპაზმს
ხშირად მიალგია ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზისა და მალათაშუა დისკოების თიაქრის უშუალო მიზეზი ხდება.
იმისთვის რომ დადგინდეს რა არის თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, სისხლძარღვთა ქირურგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს სამშაბათს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა