კითხვა: გამარჯობა  5კვირის ფეხმძიმე ვარ და გულის ცემა შენელებულათ ისმოდა, 3დღეში გადასამოწმებლათ კიდევ დამიბარა და საშიში თუ არის? 				
			  პასუხი: 
მოგესალმებით, 
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ბავშვის გულისცემასთან დაკავშირებით, გულისცემის რითმი პასუხობს ცვლილებებით არასასურველ პათოლოგიურ სიტუაციებს.
მთავარი ფაქტორი კი, რომელიც ნაყოფის გულისცემის რითმს ცვლის არის მისთვის მიწოდებული ჟანგბადის დეფიციტი - ჰიპოქსია. 
მეხუთე კვირაში, ნაყოფის გულისცემის ნორმის მაჩვენებელია 85-105 დარტყმა წუთში.
ვიმედოვნებთ საშიში არაფერია და განმეორებითი ვიზიტის შემდეგ, მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება. 
დაელოდეთ ვიზიტის დღეს და გაითვალისწინეთ თქვენი მეან–გინეკოლოგის რეკომენდაციები. 
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
 
                
 
						 
						