პროთრომბინი, მაღალი წნევა - კარდიოლოგია

კითხვა: მაინტერესებს! პოტრობინის მაჩვენებელი მაქვს 125. პარალელურად მაქვს მაღალი წნევები, არის თუ არა ეს დაკავშირებული პოტრობინის მაჩვენებელთან.
პასუხი:

მოგესალმებით,
პროთრომბინი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია. მისი გავლენით სისხლში გახსნილი ცილა ფიბრინოგენი ფიბრინის კოლტად გადაიქცევა.
პროთრომბინის მომატება თრომბოზებისა და თრომბოემბოლიური მდგომარეობის განვითარების საშიშროებას ქმნის.
ზოგადად, ინფორმაციული არა პროთრომბინის ინდექსი, არამედ INR – საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდებაა.

მაღალი წნევა –ჰიპერტენზია

რაც შეეხება მაღალ წნევებს, განასხვავებენ ორი ტიპის ჰიპერტენზიას – პირველადს და მეორეულს. პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია, მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობის გარეშე წნევის მაჩვენებლები ვერ დარეგულირდება.
დღესდღეობით ჰიპერტენზიის სამკურნალო არაერთი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმის განსაზღვრა, რომელი წამალი გჭირდებათ, შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
სხვა შემთხვევაში თვითნებურად მედიკამენტის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს უკუჩვენება და არასასურველი გვერდითი ეფექტები.
ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ აქციას, რომლის ფარგლებშიც სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებთ კარდიოლოგის კონსულტაციით და ჩაიტარებთ ელექტროკარდიოგრამას, ვრცელი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31466/ufasod-gtavazobt-kardiologis-konsultaciasa-da-eleqtrokardiogramas-
კვლევის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, რომ დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა