მოგესალმებით, 
პულსაციის შეგრძნება მუცელში შესაძლოა ბევრმა ფაქტორმა გამოიწვიოს, მაგალითად:
- სხეულის დიდ ხნით უხერხულ პოზაში ყოფნა;
- დიდი ფიზიკური დატვირთვა;
- სტრესი და სხვა.
ასეთ შემთხვევაში პულსაცია მალე გაივლის. 
სასურველია, ვიცოდეთ ხომ არ დაიცავით დიეტა – იყავით ჯანსაღ კვებაზე. რადგან შესაძლოა, წონის საგრძნობლად კლების შემდეგ დაიწია მუცლის წინა კედელმა, მიუახლოვდა ხერხემალს და ამიტომ გრძნობთ აორტის პულსაციას.
თუ გსურთ, გამორიცხოთ მუცლის აორტის პათოლოგიები ( მუცლის აორტის ანევრიზმა და ა.შ.) მაშინ, სასურველია, ჩაიტაროთ შემდეგი კვლევები:  
- მუცლის ღრუს ექოსკოპია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგეხმარებათ პულსაციის გამომწვევი მიზეზის კვლევის საჭიროების დადგენასა და მკურნალობის მეთოდის შერჩევაში. 
ვიზიტისას თუ გამოიხატება საჭიროება შეგვიძლია, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზოთ – მუცლის აორტის ანევრიზმის სკრინინგი, ვრცლად იხილეთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/article/31531/muclis-aortis-anevrizma-%E2%80%93-gtavazobt-muclis-aortis-anevrizmis-skrinings
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. 
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
 
                
 
						 
						