კითხვა: გავიკეთე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა თვეში ერთხელ 3 თვის მანძილზე. ბოლო ვაქცინიდან გავიდა 2თვე. შემდეგ გავაკეთე ANTI HBS ტესტი (შედეგი Anti HBs (-) არ აღმოჩნდა). მაინტერესებს გააქტიურდა თუ არა ვაქცინა? თუ არ არის გააქტიურებული რა შეიძლება, რომ გავაკეთო? 				
			  პასუხი: 
მოგესალმებით, 
სისხლის ანალიზი ვირუსის ანტიგენსა და მის ანტისხეულებზე – ანტი-HBs უარყოფითი, ნიშნავს, რომ ინფიცირების ალბათობა დიდია. ამ შემთხვევაში აუცილებელია შემდგომი გამოკვლევა. 
საჭიროა ექიმთან ვიზიტი. HBsAg-ის მატარებელი ირგვლივ მყოფთათვის ინფიცირების პოტენციურ წყაროს წარმოადგენს.
უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
 
                
 
						 
						