ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”
აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე - ჰემატოლოგია.
საკონკურსო პირობები:
სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით „სამკურნალო საქმე“ და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში - „მაძიებელი“).
მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი;
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სპეციალობის მაძიებლის სერტიფიკატის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- რეზიუმე (CV).
შერჩეული კანდიდატურები გაივლიან ტესტურ გამოცდას ინგლისურ ენაში (B2 დონე), გამოცდას და გასაუბრებას შესაბამისი დარგის პროგრამის ფარგლებში.
სწავლის ღირებულება: თვეში 500 ლარი.
საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: [email protected].
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელებაწინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.