სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენელი

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

 

სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენელი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება (სამედიცინო ან ფარმაცევტული მიმართულებით),
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა,
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით;
  • კლინიკის სერვისების სრულყოფილი ცოდნა;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • კლინიკის სარეკლამო და საინფორმაციო მასალების შექმნაში მონაწილეობის მიღება.
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, კლინიკის სერვისების წარდგენა.
  • სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV  ელ. ფოსტაზე:

[email protected] 

  საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მარტი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ რეზიუმე