640-შრიანი ციფრული კომპიუტერული ტომოგრაფი, სპექტრული გადაღების ფუნქციით

640-შრიანი ციფრული კომპიუტერული ტომოგრაფი, სპექტრული გადაღების ფუნქციით

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ამოქმედდა უმაღლესი კლასის 640 შრიანი ციფრული კომპიუტერული ტომოგრაფი, სპექტრული გადაღების ფუნქციით - Canon Aquilion ONE INSIGHT Edition, რომელიც წარმოადგენს ციფრულ სპექტრულ CT სისტემას და უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის სწრაფ და უსაფრთხო დიაგნოსტიკას.

 

ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული გამოსახულების ხარისხი

Precise IQ Engine (PIQE) — უნიკალური AI ალგორითმი. აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს მკვეთრ, დეტალურ და არტეფაქტებისგან თავისუფალ გამოსახულებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის CT კორონაროგრაფიისას (DLR), სადაც 70%-ით უმჯობესდება კორონარული არტერიების, სტენტებისა და ათეროსკლეროზული ფოლაქების ვიზუალიზაცია რადიაციის დოზის გაზრდის გარეშე, რაც აუმჯობესებს დიაგნოსტიკურ სანდოობას.

Advanced intelligent Clear-IQ Engine (AiCE | CT) — ღრმა სწავლების ტექნოლოგია, რომელიც ამცირებს გამოსახულების ხმაურს და აძლიერებს სიგნალს, რის შედეგადაც მიიღება მაღალი ხარისხის, მკაფიო და ერთგვაროვანი გამოსახულებები.

CLEAR Motion Cardiac —  გულის CT ანგიოგრაფია

CLEAR Motion Cardiac ტექნოლოგია განკუთვნილია გულის CT ანგიოგრაფიისთვის (CCTA) , უზრუნველყოფს პირველადი მონაცემების (raw data) მოძრაობის კორექციას.

ტექნოლოგია განსაკუთრებით ეფექტურია:

  • მაღალი გულისცემის დროს (ტაქიკარდია)
  • არარეგულარული გულის რითმისას (არითმიები)
  • პაციენტებისთვის, ვისთვისაც ბეტა-ბლოკერების მიღება დაუშვებელია

შედეგად, იზრდება დიაგნოსტიკური სიზუსტე, მცირდება განმეორებითი კვლევების საჭიროება და კვლევა ტარდება დამატებითი დასხივების გარეშე.

 ულტრა-სწრაფი სკანირება — 16 სმ დაფარვა ერთ ბრუნვაში

16 სმ დაფარვა ერთ ბრუნვაში შესაძლებელს ხდის ორგანოთა კვლევას წამებში, მაგიდის მოძრაობის გარეშე. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს სუნთქვის შეკავების საჭიროებას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის.

დაბალი რადიაციული დოზა და პაციენტის დაცვა

SilverBeam filtration - მილაკში ინტეგრირებულია ახალი, ვერცხლის შემცველი ფილტრი, რომელიც ფილტრავს მაღალი და დაბალი ენერგიის ფოტონებს და შენარჩუნებული მაღალი ენერგიის ფოტონებით შესაძლებელია მიღებულ იქნას უმაღლესი ხარისხის გამოსახულება მინიმალური დასხივების დოზით. შედეგად, AI ჩართულობით ხორციელდება რადიაციული დოზის ზუსტი კონტროლი, კვლევა კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოა და შესაძლებელს ხდის CT სკანირების ჩატარებას ხშირი მონიტორინგის საჭიროების შემთხვევაშიც.

გენტრის დახრის უნიკალური შესაძლებლობა დამატებით იცავს თვალბუდეს ზედმეტი დასხივებისგან.

კომფორტი ყველა პაციენტისთვის

  • ფართო და კომფორტული CT გვირაბი
  • წონის შეზღუდვის გარეშე — ბარიატრიული პაციენტებისთვის 315 კგ-მდე
  • ოპტიმალური გარემო კლაუსტროფობიის (დახურული სივრცის შიში) მქონე პაციენტებისთვის

სპექტრული კომპიუტერული ტომოგრაფია (Spectral CT), რომელსაც ხშირად "ორმაგი ენერგიის კტ-ს" (Dual-Energy CT) უწოდებენ, არის რადიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მიმართულება.

ძირითადი უპირატესობები ჩვეულებრივ კტ კვლევასთან:

სპექტრულ კტ-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

  • ქსოვილების ზუსტი დიფერენციაცია;
  • ვირტუალური "არა-კონტრასტული" გამოსახულება, შედეგად, რადიაციული დოზა 2-ჯერ მცირდება;
  • კენჭების შემადგენლობის დადგენა, შედეგად ვახდენთ ზუსტ დიფერენცირებას - პაციენტს ესაჭიროება თუ არა კენჭის დაშლა ოპერაციული გზით;
  • მეტალის არტეფაქტების შემცირება, მაქსიმალურად ზუსტი დიაგნოზი პროთეზების არსებობისას;
  • კონტრასტული ნივთიერების ნაკლები დოზა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიის ან თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

 

სპექტრულ კტ-ს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება:

  • ონკოლოგიაში;
  • კარდიოლოგიაში (გულის კტ კორონაროგრაფიისას);
  • უროლოგიაში;
  • ანგიოლოგიაში;
  • მათთვის, ვისაც ხშირად უწევს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება, ან აქვს თირკმლის უკმარისობა და კტ კონტრასტული კვლევა სიფრთხილით ინიშნება.

 

 

 

კვლევის ჩატარება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით 24/7 შაბათ-კვირის ჩათვლით +995 322 02 25 25 

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი, ჩაჩავას №7 

გისურვებთ ჯანმრთელობას!