მოგესალმებით!
თუ ანგიოლოგთან კონსულტაციას გულისხმობთ, დიახ, გრძელდება.
უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი.
გთხოვთ, ჩაეწეროთ წინასწარ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით, ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
გამოაგზავნეთ შეკითხვა
ძიება
თემები
მსგავსი შეკითხვები
მიალგია - ანგიოლოგია
12 იანვარი 2019კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს აქვს ჯანმრთელიბის პრობლემები.დაეწყო ზამთარში ფეხის დამძიმებით, მარცხენა ფეხში მუხლის ზემოთ ჰქონდა სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.დაახლოებით ერთი თვის მერე სიმპტომები გადავიდა მარჯვენა ხელზეც, კერძოდ ცერა თითზე. მარჯვენა ხელში ნაკლებად აქვს ძალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მ ეორე ფეხზეც შეექმნა იგივე პრობლემა.ხელის კუნთები უთრთის და პერიოდულად კარგავს წონასწორობას . განსაკუთრებით როცა ჩადის კიბეზე.ანუ მოძრაობის შეზღუდვა აქვს ცალ ხელსა და ახლა უკვე ორივე ფეხში. ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს თუმცა ჩაიტარა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: კალიფორდი ფორტე.კაფსულები. ვენოდიოლი. როქსილოლი. ტოქსიტენოლი კუნთში. როვასტატი შემოგარსული აბი.მკურნალობის ამ კურსის გავლის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
იხილეთ პასუხიოსტეომიელიტი - ანგიოლოგია
16 იანვარი 2019კითხვა: მაწუხებს მუხლის ტკივილები.გამუდმებით მაქვს სიმხურვალე.ცივი საფენები მსიამოვნებს.გადავიტანე ოსტეომიელიტი .რამე ამასთან ხომ არ არის დაკავშირებული.მადლობთ
იხილეთ პასუხილიმფოსტაზი - ანგიოლოგია
03 იანვარი 2018კითხვა: მოგესალმებით და მადლობა წინასწარ, თუკი დროს დამითმობთ ჩემს კითხვაზე პასუხის გასაცემად. 22 წელია მაქვს 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ინტენსიურად ვიტარებ საჭირო გამოკვლევებს. ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგშია, განსაკუთრებული ჩივილი არ მაქვს. 3 წლის წინ დამეწყო კოჭ--წვივის სახსართან შესიება და თითების დაჭიმულობის შეგრძნება ( ფეხის თითები), ზოგჯერ თან ახლავს ჩხვლეტითი ხასიათის შეგრძნება, რომელიც წამებში გაივლის. შეშუპებაც ქრებოდა ღამის მოსვენების შემდეგ, დილით აბსოლუტურად ჩვეულებრივი ფორმები ჰქონდა კოჭის მიდამოს. 3-4-ჯერ მაქვს დოპლეროგრაფია გაკეთებული და რამე განსაკუთრებული პათოლოგია არ გამოიხატა. მითხრეს, რომ ლიმფოსტაზია . ამ გაზაფხულზე სიმპტომები გაძლიერდა და შესიებამ ინტენსიური სახე მიიღო, რომელის დილითაც კი შეიმჩნევა. მოგახსენებთ, რომ მხოლოდ დოპლეროგრაფიით არ შემოვიფარგლე და პარალელურად გულის ექოსკოპიური კვლევაც ჩავიტარე რამოდენიმეჯერ. არანაირი პათოლოგია არ დაფიქსირებულა. ჩიყვზე ექოც გაკეთებული მაქვს, არაფერი აჩვენა 6 თვის წინ. 2 სისხლის ტესტი გავიკეთე -ტსჰ და ფტ4, ერთმა არ აჩვენა დარღვევა, მეორემ კი ოდნავი ცვლილება-მცირედი თირეოიდული სურათი შეინიშნებაო. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე. არის თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა კეთილსაიმედო, თუკი ვენურ უკმარისობასთან მაქვს საქმე ან ოპერაციული ჩარევა გამათავისუფლებს ამ პრობლემისგან?
იხილეთ პასუხი
