კითხვა: მყავს 10 თვის გოგონა წითელაზე აცრა შეიძლება გავუკეთო თუ 12 თვემდე არ შეიძლება? 				
			  პასუხი: 
მოგესალმებით, 
იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის პირველი იმუნიზაცია ტარდება სამშობიაროშივე, სადაც კეთდება ტუბერკულოზისა და ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა, აუცილებელია სხვა აცრები ჩატარდეს იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, სადაც პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისიწინებს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ორჯერად აცრებს 1 და 5 წლის ასაკებში. 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პედიატრს, ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკი მქონე პაციენტებს. 
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
                