მოგესალმებით,
"კლოტრიმაზოლის" ვაგინალური სანთელი, მისი ანოტაციის მიხედვით, წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო, მოქმედების ფართო სპექტრის საშუალებას.
თუმცა, უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის დროს.
მიმართეთ მკურნალ ექიმს. ხოლო, თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა, ჩვენი შემოთავაზება კვლავინდებურად ძალაშია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !
გამოაგზავნეთ შეკითხვა
ძიება
თემები
მსგავსი შეკითხვები
შარდის შეუკავებლობა - გინეკოლოგია
01 იანვარი 2021კითხვა: გამარჯობათ ვარ 22 წლის ,შემაწუხა შარდვის შეუკავებლობამ და მუცლის არესი მაქვს დისკომფორტი,მივიღე პრეპარატი ფურამადი,გავიკეთე გლიცირინის ოყნა დისკომფორტის მოსახსნელად ვიკვებები მსუბუქად ,რამდენიმე დღე მომეხსნა დისკომფორტი მაგრამ ისევ დამეწყო ასევე მაქვს გულისრევის შეგძნებები,შარდის საერთო გავიკეთე და არაფერია,მადლობა წინასწარ იქნებ მირჩიოთ რაიმე
იხილეთ პასუხიბაქტერიული ვაგინოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ჰერპესი - გინეკოლოგია
09 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ და მომცეთ სწორი რჩევა. პრობლემა შემდეგშია. დაახლოებით 10 თვის წინ შევქმენი ოჯახი, მალევე დამეწყო ჩივილები, კერძოდ: წვა შარდვის დროს, ქავილი, გამონადენი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. გინეკოლოგთან ვიზიტისა და შესაბამისი გამოკვლევების შედეგად, დამიდგინდა ბაქტერიული ვაგინიტი, სოკო, საშვილოსნოს ყელის ეროზია. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მეუღლემაც ჩაიტარა ჩემი დიაგნიზის შესატყვისი გამოკვლევები (მეუღლეს არ აღენიშნებოდა არანაირი სახის ჩივილები), რის შედეგადაც აღმოაჩნდა მხოლოდ სოკო. ვიმკურნალეთ ორივემ, თუმცა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, მალევე განმეორდა იგივე სიმპტომები, გამოკვლევების შედეგად დამიდგინდა ისევ ბაქტერიული ვაგინიტი, სოკო, ურეაპლაზმა, ჰერპესი. მეუღლემაც კვლავ ჩაიტარა გამოკვლევები, რომლის შედეგად არ დაუდგინდა არც ერთი აღნიშნული დაავადება (გარდა ჰერპსესისა, რომლის მატარებელიც არის უკვე რამდენიმე წელია. ასევე, მკურნალობის პერიოდში, ბუნებრივია გვქონდა მხოლოდ დაცული სქესობრივი კონტაქტი). შესაბამისად, ექიმს მისთვის მკურნალობა არ დაუნიშნავს. კვლავ ჩავიტარე მკურნალობა, თუმცა ამჟამად ისევ შემაწუხა იგივე სიმპტომებმა, ხოლო გამოკვლევების შედეგად კვლავ დადგინდა კანდიდოზი და ბაქტერიული ვაგინიტი. მეუღლე კონსულტაციისთვის ეწვია ამჯერად სხვა სპეციალისტს, რომელმაც დაუნიშნა მკურნალობა ურეაპლაზმაზე, ჰერპესზე და სოკოზე, ისე, რომ არ ჩათვალა საჭიროდ გამოკვლევები. ექიმის გადაწყვეტილება ემყარებოდა იმ აზრს, რომ რადგან აღმომაჩნდა ზემოხსენებული დაავადებები, აუცილებელი იყო პარტნიორის მკურნალობაც იგივე დაავადებებზე. მისი განმარტებით, შესაძლბელი იყო, რომ მეუღლის გამოკვლევამ არ აჩვენა ურეაპლაზმა, თუმცა იგი შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც და აუცილებელი იყო მკურნალობის ჩატარება. აღნიშნულმა ექიმმა, აუცილებლად ჩათვალა იგივე მკურნალობის ჩატარება ჩემთვისაც. ამჟამად, ვმკურნალობ გინეკოლოგის მიერ ბოლოს დანიშნული მედიკამენტებით. საჭიროა თუ არა ამ მკურნალობის დასრულების შემდეგ, გავაგრძელო მკურნალობა იმ დანიშნულებით, რაც მისცა მეუღლეს ვენეროლოგმა? ხომ არ იქნება სახიფათო ჯანმრთელობისთვის დროის ასეთ მცირე მონაკვეთში შესაბამისი მედიკამენტების მიღება? ასევე, მაინტერესებს, თუკი ბოლოს დანიშნული მკურნალობის დასრულების შემდეგ აღარ შემაწუხებს ზემოხსენებული ჩივილები, მაინც საჭირო იქნება თუ არა მეუღლეს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ჩატარება? რამდენადაც ვიცი, ჰერპესი არ იკურნება და რამდენად აქვს აზრი ჰერპესზე მკურნალობას? მადლობა წინასწარ.
იხილეთ პასუხისპონტანური აბორტის შემდგომი პერიოდი - გინეკოლოგია
29 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა თვის დასაწყისში ვიყავი 6 კვირის ორსული და მომეშალა მუცელი ბოლო ციკლი მქონდა 28 მარტს მას შემდეგ არ მქონია, მუცლის მოშლა დაიწყო 2 მაისიდან და ჩვეულებრივ შემდგომი ციკლი უნდა მომსვლოდა 25 რიცხვამდე და თვის ბოლოა უკვე არ მომსვლია შესაძლებელია ეს რამე გართულებების ბრალი იყოს თუ ჩვეული მოვლენაა? მუცლის მოშლის შემდეგ ციკლი რამდენ ხანში დგება წესრიგში? მადლობა წინასწარ
იხილეთ პასუხი
