მიმოწერის რეჟიმში შეუძლებელია გითხრათ, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა სრულიად აშკარაა, გადაუდებლად გესაჭიროებათ ფტიზიატრის კონსულტაცია. გირჩევთ, მიმართოთ ფილტვის დაავადებათა ცენტრს.
მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!
გამოაგზავნეთ შეკითხვა
ძიება
თემები
მსგავსი შეკითხვები
ვიზიტი ონკოლოგთან - ონკოლოგია
07 იანვარი 2019კითხვა: გამარჯობა. ... ძალიან ხალისიანი და ენერგიით სავსე . გადავწყვიტე მომეწერა თქვენთვის რადგან ჩვეულებრივი დეპრესია მაქვს . თითქოს 1 წუთში ჩაეტია ჩემი ცხოვრება. 10 იანვარს გავხდი ცუდად გონების კარგვა მქონდა. გადავედით სავადმყოფოში ქირურგიულში და გადამიღეს გულის ეხოსკოპია სადაც დაინახეს ჩრდილი . მერე გადავიღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია და დასკვნაში დამიწერეს "ისახება 95 მილიმეტრიანი ქსოვილი რომელიც ეკვრის გულს. " და წერია ესე ან ლიმფომა ან თიმომა არის შუასაყარში .შემდეგ მივედით ონკოლოგთან ნიუ ჰოსპიტალში დავით გიორგაძესთან და გვითხრეს ბიოფსია . გავიკეთეთ ბიოფსია ნარკოზით. და ველოდებით პასუხს. მორფოლოგიური მოვიდა და მორფოლოგიურში წერია თიმომა. მაგრამ ექიმი გვეუნება მე ლიმფომა მგონიაო. რა გზას დავადგე აღარ ვიცი .. გარეთ გახედვაც აღარ მინდა. უამრავ რამეს ვკითხულობ ინტერნეტში რომ ვისაც ლიმფომა აქვს 5 წელი ცოცხლობს . მაგრამ როდესაც ვაკვირდები რა გვერდით მოვლენები აქ ლიმფომას არაფერი მაქვს .. არც ოფლიანობა, არც წონაში კლება მადაც გადასარევი მაქვს . უბრალოდ ის დაემთხვა რო სახეზე მაქვს ერთი თვეა გამოყრილი და ბიოფსიის მერე მაქვს გულ მკერდის არეში ტკივილი.! ანალიზები კარგი მაქვს ფილტვები სუფთაა და ყველა ორგანო. მეშინია ძალიან რავქნა აღარ ვიცი იქნებ რამე მითხრათ. მკითხაობენ და მკურნალობა არასწორედ რომ დავიწყო არმინდა :(
იხილეთ პასუხიქიმიოთერაპიის შემდგომი კვება - ონკოლოგია
28 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა, უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ჩემს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღე გთხოვთ კიდევ მიპასუხოთ დამიდგინდა ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე ჩავიტარე მკურნალიბის სრული კურსი მაინტერესებს როგორ უნდა ვიკვებო რომელია ის პროდუქტები რომლებიც არ უნდა მივიღო და რომელი უნდა მივიღო რა ააქტიურებს და ამრავლებს სიმსივნის ავთვისებიან უჯრედებს რა უნდა გავაკეთო გარდა სამედიცინო კონტროლისა რომ მაქსიმალურად დავიცვა თავი ხელახალი ავადობისგან წინასწარ მადლობა გთხოვთ უყურადღებოთ ნუ დატოვებთ ჩემს შეკითხვას
იხილეთ პასუხიზურგის ტვინის სიმსივნე - ონკოლოგია
10 იანვარი 2018კითხვა: დედაჩემს აქვს ზურგის ტვინის სიმსივნე. გვეუბნევიან ოპერაციას სასწრაფოდ ნეოროქირურგები.გვეშინია ოპერაციამ სიკვდილი არ გამოიწვიოს და არ დავაჩქაროთ მისი დაღუპვა.თითონაც ეშინია.იქნებ მითხრათ რამდენად შედეგიანია ხერხემალზე ამგვარი ოპერაციის გაკეთება და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ..
იხილეთ პასუხი
